ფრანგული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტისტი, რეპერი Werenoi 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, Werenoi პარიზის საავადმყოფოში 17 მაისს, შაბათს, გამთენიისას გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.
Werenoi ფესტივალ Francofolies de La Rochelle-ზე. 2024 წლის 13 ივლისი.
Thibaud Moritz/AFP via Getty Images

ფრანგი რეპერი Werenoi, რომლის ნამდვილი სახელია ჯერემი ბანა ოუონა, გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მუსიკალური ლეიბლი და პროდიუსერი ავრცელებენ. 2023 და 2024 წლებში არტისტი საფრანგეთში ალბომების გაყიდვების ლიდერი იყო, რაც საერთაშორისო ფონოგრაფიული ინდუსტრიის ფედერაციის (IFPI) მონაცემებით დასტურდება. რეიტინგი აერთიანებს როგორც ფიზიკურ და ელექტრონულ გაყიდვებს, ისე სტრიმინგ პლატფორმების მაჩვენებელს.

„უსაზღვრო მწუხარებით ვიუწყებით Werenoi-ს გარდაცვალებას,“ – წერია მისი ლეიბლის, Believe-ის განცხადებაში, რომელიც Instagram-ზე გამოქვეყნდა: „ჩვენი ფიქრები მის ოჯახთანაა, ახლობლებთან, გუნდთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ის უყვარდა.“

Werenoi-ს გარდაცვალებას ასევე გამოეხმაურა რეპერის პროდიუსერი Babs. „ მშვიდად განისვენე, მეგობარო. მიყვარხარ,” – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.  

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მუსიკოსი პარიზის საავადმყოფოში 17 მაისს, შაბათს, გამთენიისას გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

Werenoi დიდი აუდიტორიის წინაშე პირველად 2021 წელს გამოჩნდა, როდესაც YouTube-ზე ატვირთა სიმღერა Guadalajara, რომელმაც ასიათასობით ნახვა დააგროვა და მას დიდი სცენისაკენ მიმავალი გზა გაუხსნა. რეპერმა სამი ალბომი გამოუშვა: Carré (2023), Pyramide (2024) და Diamant Noir (2025). ამ ნამუშევრებით ის თანამედროვე ფრანგულ რეპში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად იქცა.

Werenoi-ს გარდაცვალებას სოციალური ქსელებით გამოეხმაურნენ კოლეგებიც. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიუს სპრინგსტინი ტრამპს „შეუფერებელ პრეზიდენტს” უწოდებს

შემდეგი სტატია

Soundgarden - 1994 წლის თებერვალი, ტოკიო, იაპონია. ფოტო: კოჰ ჰასაბე /Shinko Music/Getty Images

Soundgarden-ის ბასისტი ბენ შეპერდი ახალ ალბომს აანონსებს, რომელიც ბენდის ვოკალისტის, კრის კორნელის ხსოვნას მიეძღვნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი