კანის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე A$AP Rocky-სთან ერთად Rihanna-ც წარდგა

წყვილი 19 მაისს საფრანგეთში, კანის კინოფესტივალზე, ფილმ Highest 2 Lowest-ის მსოფლიო პრემიერას დაესწრო.
Rihanna და A$AP Rocky ფილმი Highest 2 Lowest-ის პრემიერაზე, 78-ე კანის კინოფესტივალი, 2025 წლის 19 მაისი. ფოტო: Michael Buckner / Variety, Getty Images
Rihanna და A$AP Rocky ფილმი Highest 2 Lowest-ის პრემიერაზე, 78-ე კანის კინოფესტივალი, 2025 წლის 19 მაისი. ფოტო: Michael Buckner / Variety, Getty Images

კანში, კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ პრემიერაზე A$AP Rocky შავ კოსტიუმში გამოცხადდა. სპაიკ ლის რეჟისორობით გადაღებულ ფილმში რეპერი დენზელ ვაშინგტონთან ერთად მონაწილეობს. ფესტივალზე ორსული Rihanna მის პარტნიორს ლურჯ კაბაში გამოწყობილი უმშვენებდა გვერდს.

მომავალი მშობლები წითელ ხალიჩაზე, ქოლგის ქვეშ ერთად პოზირებდნენ.


Rihanna და A$AP Rocky ფილმი Highest 2 Lowest-ის პრემიერაზე, 78-ე კანის კინოფესტივალი, 2025 წლის 19 მაისი. ფოტო: Michael Buckner / Variety, Getty Images

ეს თვის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გულშემატკივრებმა წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად იხილეს. მანამდე კი  Rihanna  5 მაისს, ნიუ-იორკში გამართულ Met Gala-ზე წარდგა, სადაც ოფიციალურად  პირველად გაამჟღავნა, რომ შვილს ელოდება.

„საოცარი შეგრძნებაა, იცით? დავიღალეთ ამ ამბის დამალვით, დრო იყო, გვეთქვა, რისთვის ვემზადებით. მიხარია, რომ  ჩვენი ამბავი ყველას აბედნიერებს, რადგან ჩვენ ამით ნამდვილად ბედნიერები ვართ.”  – განუცხადა A$AP Rocky-მ  Met Gala-ზე Associated Press-ს.

კრიმინალურ ტრილერში Highest 2 Lowest A$AP Rocky დენზელ ვაშინგტონის ვაჟის, Yung Felon-ის როლს ასრულებს. პროექტში  რეპერ Ice Spice-ის კინოდებიუტიც შედგა.

ფილმის პრემიერა აშშ-ის კინოთეატრებში 22 აგვისტოს არის დაგეგმილი.

რაც შეეხება Rihanna-ს, იგი  ბოლოს კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე 2017 წელს,  ფილმ Okja-ს ჩვენებაზე გამოჩნდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საფრანგეთის პოლიციამ ჯიმ მორისონის საფლავიდან 37 წლის წინ მოპარული ბიუსტი იპოვა

შემდეგი სტატია

ტრამპი ამტკიცებს, რომ ბიონსე და ბრიუს სპრინგსტინი „საარჩევნო კამპანიის თაღლითურ სქემაში” მონაწილეობდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

eZo Festival თბილისის ზღვაზე ახალ თავგადასავალს იწყებს

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ფერადი ფესტივალი eZo Festival ახალი ლოკაციითა და განახლებული ენერგიით ბრუნდება. ღონისძიებები 5, 6 და 7 ივნისს თბილისის ზღვზეა დაგეგმილი.
მეტი