Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში თბილისში კონცერტს ჰაუსის დედოფალი Robin S გამართავს

კონცერტი 13 ივნისს „რესპუბლიკაში” შედგება.

„ბილბორდ საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონცერტების სერიის, Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში თბილისში კონცერტს ჰაუსის დედოფლად წოდებული ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი Robin S გამართავს. კონცერტი 13 ივნისს „რესპუბლიკაში” შედგება. 

Robin S, იგივე რობინ ჯექსონ მეინარდი, ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორია. მისი ყველაზე ცნობილი ჰიტია Show Me Love, რომელიც ჩარტების ლიდერი გახდა და მუსიკოსს „ბილბორდის” საუკეთესო საცეკვაო შემსრულებლისა და საუკეთესო საცეკვაო სინგლის ჯილდოები მოუტანა. 2024 წელს რობინი America’s Got Talent-ში ჟიურის წევრად მიიწვიეს. 

2025-2026 წლებში მუსიკოსი Show Me Love Legacy ტურნეს მართავს. ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება ახალი სინგლის გამოცემასთან ერთად, რომლის გამოქვეყნებაც 2026 წელს იგეგმება. 

ღონისძიებაზე დაუკრავენ ჰაუს მუსიკის არტისტები Levi Love Disco, Bossy Doll Bina, Ucha.

ბილეთები შეიძინეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიკ დერინჯერი, 1997 წლის 23 ივლისი, ოკლენდის სტადიონი ფოტო: ედ პარლსტინი/Redferns/Getty Images

ლეგენდარული გიტარისტი რიკ დერინჯერი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

50 Cent ეხმიანება Diddy-ს ყოფილი ასისტენტის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც შონ კომბსს რეპერთან პრობლემა ჰქონდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი