50 Cent ეხმიანება Diddy-ს ყოფილი ასისტენტის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც შონ კომბსს რეპერთან პრობლემა ჰქონდა

50 Cent ეხმიანება Diddy-ს ყოფილი ასისტენტის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც შონ კომბსს რეპერთან პრობლემა ჰქონდა
50 Cent
John Nacion

50 Cent უწინდებურად სარკასტულია Diddy-ს მიმართ და სასამართლო პროცესის პარალელურად სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ პოსტებს აქვეყნებს. 

ამჯერად რეპერი გამოეხმაურა ფაქტს, რომ მისი სახელი Diddy-ს ყოფილმა ასისტენტმა, კაპრიკორნ კლარკმა, სასამართლო ჩვენების დროს ახსენა. კლარკმა პროკურორებს უამბო იმ დროზე, როცა მისი ყოფილი უფროსი იარაღს ატარებდა, რადგან „50 Cent-თან პრობლემა ჰქონდა“.

50 Cent-მა  ჯერ AI-ით გენერირებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ის პიჯაკში გამოწყობილი დგას გადასაღებ მოედანზე. „PUFFY-ს იარაღი აქვს?! ვერ ვიჯერებ! თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ,“ – ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში. 

შემდეგ მან კიდევ ერთი AI-ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც შეშინებული სახე აქვს. ფოტოს შემდეგი წარწერა ახლავს: „ღმერთო ჩემო, პატარა Diddy-ს უნდა, რომ მოვკვდე. ჯობს სადმე დავიმალო.” 

შაბათ-კვირას 50 Cent-მა AI-ით შექმნილი კიდევ ერთი  ფოტო გამოაქვეყნა – ამჯერად მასზე  გამოსახული იყო ჭაღარა Diddy სასამართლო დარბაზში. „მე ფსონს ვდებ, რომ Diddy-ს 20 წელს მიუსჯიან. მას მეგობრებმა უბრალოდ თავი აარიდეს. SMH BadBoy Dangerous!“ – წერს რეპერი. 

გასულ კვირას 50 Cent-მა იმ ადამიანებს დასცინა, რომლებიც თითქოს მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს წინ „Free Diddy“-ს წარწერიანი მაისურებით დგანან. რეპერის თქმით, ამისთვის მათ საათში 20 დოლარს უხდიან.  50 Cent-მა AI-ის გამოყენებით გენერირებული ფოტოც გამოაქვეყნა, რომელშიც ასეთი მაისური თავად აცვია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში თბილისში კონცერტს ჰაუსის დედოფალი Robin S გამართავს

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარმა Rhythmic Airplay-ს რე კორდულ მაჩვენებელს მიაღწია – მისი ჰიტი Peekaboo გახდა ალბომ GNX-ის მეოთხე ტრეკი, რომელმაც ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი