All My Life – ნუცა ბუზალაძის ახალი სიმღერა

„ვიპოვე სიყვარული, რომელიც მეგონა, მხოლოდ სიზმარში არსებობდა,” – წერს მომღერალი.

ნუცა ბუზალაძემ ახალი სიმღერა გამოსცა, სახელწოდებით All My Life. მომღერლის თქმით, კომპოზიცია უკვე 300-ზე მეტ პლეილისტშია დამატებული და მალე ამერიკის რადიოებშიც გაჟღერდება. 

American Idol-ის ქართველი ფინალისტი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს,  ცნობილ გამოცემებთან ინტერვიუსებსაც აანონსებს, მათ შორისაა Billboard არგენტინაც. 

რაც შეეხება All My Life-ს, მის შესახებ ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… ვიპოვე სიყვარული, რომელიც მეგონა, მხოლოდ სიზმარში არსებობდა… და გულით მინდა, მსგავსმა სიყვარულმა თქვენც მოგაგნოთ და ბედნიერებისგან ყოველდღე ანათებდეთ!”

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნუცა ბუზალაძე თავის აგენტზე, დარენ პრინცზე დაინიშნა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი K-POP ჯგუფის ახალი ვიდეო საქართველოშია გადაღებული

შემდეგი სტატია

Ice Spice ფოტო: თეო ვარგო/Getty Images

Ice Spice ანიმაციურ ფილმ SpongeBob-ში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ახალ სიმღერასაც წარადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი