ქართველი არტისტი Creams ევროპულ ტურნეს აანონსებს

მუსიკოსი 2025 წელს სადებიუტო ალბომსაც გამოსცემს.
Creams
პოსტერი: სალომე ცაბუტაშვილი

2025 წელს ქართველი არტისტი Creams ევროპულ ტურნეს იწყებს. ამის შესახებ მან ინსტაგრამზე დაწერა. ჯერჯერობით უცნობია ტურნეს დაწყების ზუსტი თარიღი, ასევე  ქალაქები და ვენიუები, სადაც მუსიკოსი კონცერტებს გამართავს. 

Creams (ნათია ჭიჭინაძე) ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. 2025 წელს გამოვა მისი სადებიუტო ალბომიც,  რომელიც ჯერ კიდევ 2023 წელს დაანონსდა. ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ Creams აქტიურად ცდილობს, ადგილობრივ მუსიკალურ სცენას დაუკავშირდეს. ამ დრომდე, მან უკვე რამდენიმეჯერ გამართა ლაივ-პერფორმანსი და პერიოდულად DJ სეტებსაც უკრავს. ახლახან არტისტს ლაივი ჰქონდა ნიუ-იორკში ქართველების მიერ დაარსებულ კლუბ Basement-ში. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ კლუბშია გადაღებული 2024 წლის პოპულარული ფილმის, Babygirl-ის ერთ-ერთი ცნობილი სცენა ნიკოლ კიდმანისა და ჰარის დიკინსონის მონაწილეობით. 

რაც შეეხება Creams-ს, ახალგაზრდა არტისტსა და პროდიუსერს, ქართველი მსმენელი მას 2019 წლიდან უკვე კარგად იცნობს. 2020 წლიდან Creams კომპანია Sony Music Group-ის მუსიკალურ ლეიბლთან, AWAL Records-თან თანამშრომლობს. არტისტს გამოშვებული აქვს არაერთი სინგლი, რომელიც ქართულ მუსიკალურ სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ შორის არის: Die For You, Sleep On Me, Run. აღსანიშნავია, რომ ტრეკი Sleep On Me სტრიმინგ სერვის Netflix-ის ცნობილ სერიალში, Lucifer-ში გაჟღერდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როგორ იქმნებოდა Sevdaliza-ს კლიპი საქართველოში

შემდეგი სტატია

Nirvana, Smells Like Teen Spirit Courtesy Photo

Nirvana-ს Smells Like Teen Spirit-ის ვიდეოს YouTube-ზე ორი მილიარდი ნახვა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მუსიკალური ვიდეო K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
მეტი

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი