Evanescence-მა სიმღერით Afterlife პირველად ჩარტ Mainstream Rock Airplay-ში პირველი ადგილი დაიმკვიდრა

22-წლიანი ლოდინის შემდეგ ბენდი ჩარტის სათავეში მოხვდა.
Evanescence Travis Shinn
Evanescence Travis Shinn

Evanescence-ის სიმღერა Afterlife Netflix-ის სერიალის, Devil May Cry-ს საუნდტრეკია, რის გამოც ის  5 ივლისის მონაცემებით, ჩარტის პირველ პოზიციაზე მოექცა. ამ გამარჯვებამ კი ბენდის ჩარტების სათავეში მოხვედრის 22 წლიანი მოლოდინი დაასრულა.

ჯგუფი ჩარტში პირველად სიმღერით Bring Me to Life მოხვდა, რომელიც 2003 წლის მაისში მე-11 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ბენდი 1994 წელს  დაარსდა.

Afterlife-ამდე ჩარტში Evanescence-ის ყველაზე მაღალი პოზიცია მეხუთე ადგილი იყო 2006 წელს, სიმღერით Call Me When You’re Sober.

აღსანიშნავია, რომ Mainstream Rock Airplay ჩარტში სოლო არტისტებს შორის რეკორდი ოზი ოსბორნს ეკუთვნის, რომელსაც ორ წარმატებულ ჩარტში მოხვედრას შორის 26 წლიანი სხვაობა აქვს, პირველად 1981 წელს მე-9 ადგილი დაიკავა სიმღერით Crazy Train, ხოლო მეორედ 2007 წელს – პირველი ადგილი სიმღერით Don’t Wanna Stop.

Evanescence-ის სიმღერამ Afterlife Alternative Airplay ჩარტში 25-ე პოზიციიდან 23-ზე გადაინცავლა, რაც  ბენდისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

Rock & Alternative Airplay ჩარტში კი ჯგუფმა სიმღერით Afterlife მე-3 ადგილი დაიკავა.

სერიალი Devil May Cry ლეგენდარული ვიდეოთამაშების სერიის ანიმე ადაპტაციაა, რომელიც Netflix-ზე 3 აპრილს გამოვიდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ახალ „ფრისტაილში” უილ სმითი კრის როკთან ოსკარის ინციდენტს ეხება

შემდეგი სტატია

LL Cool J ახალი დოკუმენტური სერიალის – Hip Hop Was Born Here ტრეილერში მაყურებელს ნიუ-იორკის რეპის ისტორიას უყვება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი