ქართველმა არტისტმა Saphileaum-მა კალიფორნიულ ლეიბლზე ახალი ალბომი გამოუშვა

Tamalungma – ასე ჰქვია ალბომს, რომელიც Pinchy & Friends-მა ფირფიტაზე გამოსცა.
Saphileaum
Tamalungma

ქართველმა არტისტმა Saphileaum (ანდრო გოგიბედაშვილი) ახალი ალბომი გამოუშვა. ალბომის სახელწოდებაა Tamalungma და ის კალიფორნიულმა ლეიბლმა – Pinchy & Friends-მა ფირფიტაზე გამოსცა.

ალბომის შესახებ არტისტი Billboard Georgia-ს ესაუბრა:

„ლეიბლი შარშან აღმოვაჩინე და მალევე შემიყვარდა, რადგან მასთან რამდენიმე ჩემი საყვარელი არტისტი თანამშრომლობს. ლეიბლთან კონტაქტი სოციალური ქსელების მეშვეობით მქონდა და შემდეგ უკვე თანამშრომლობაც შედგა. რაც შეეხება ალბომს, ის იმ ხაზს მიუყვება, რაც ჩემთვის საყვარელია: მისტიკა და იდუმალი ისტორიები. „ტამალუნგმა” ჩემი გამოგონილი სახელია. ინსპირაცია ჯომოლუნგმაა და მიანიშნებს სხვა განზომილების ადგილს, სადაც ბუნების ელემენტარული სულები შენს ნამდვილ თავთან დაბრუნებაში გეხმარებიან. სხვა ალბომებისგან განსხვავებით, აქ მეტად მაქვს გამოყენებული კლასიკური და აკუსტიკური საკრავები, და მუსიკის არქიტექტურაც ოდნავ განსხვავდება.“

როგორც Saphileaum აღნიშნავს, ლეიბლთან თანამშრომლობის გაგრძელებას და Tamalungma 2-ის გამოცემას გეგმავს. არტისტის თქმით, წელს მსმენელს კიდევ ერთ EP-ისაც წარუდგენს. ნამუშევრის სახელწოდებაც უკვე ცნობილია – მას Heavenly Hills ერქმევა და ავსტრალიაში გამოიცემა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გერმანიის პროკურატურამ ტეილორ სვიფტის კონცერტზე დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმისთვის ბრალი კიდევ ერთ მოზარდს წაუყენა

შემდეგი სტატია

კანიე უესტმა და კინგ კომბსმა EP გამოსცეს, რომელშიც შედის სიმღერა Diddy Free

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი