ახალ „ფრისტაილში” უილ სმითი კრის როკთან ოსკარის ინციდენტს ეხება

სმითმა ჩარლი სლოთის Fire in the Booth-ში მიიღო მონაწილეობა.
კრის როკი და უილ სმითი 2022 წლის ოსკარის ცერემონიაზე
Myung Chun / Los Angeles Times via Getty Images

ჩარლი სლოთის Fire in the Booth-ში მონაწილეობის დროს უილ სმითმა გარეპვისას კრის როკთან ოსკარის ინციდენტიც ახსენა. 

“If you talking crazy out your face up on the stage and disrespect me on the stage, expect me on the stage” („თუ სცენიდან შეურაცხყოფას მომაყენებ, იმავე სცენაზე მელოდე”) – გარეპა სმითმა. 

ე.წ. „ფრისტაილში” კიდევ ერთი სტრიქონი იყო, რომელიც ფანებმა კრის როკთან დააკავშირეს. სმითმა ახსენა კომიკოსი, რომელსაც შეუძლია სხვები გააკრიტიკოს, მაგრამ თავად კრიტიკას არ იღებს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სმითი კრის როკთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. სავარაუდოდ, ამ შემთხვევას ეხება რეპერი წელს გამოცემული ალბომის, Based On a True Story-ს სიმღერაში You Lookin’ For Me? ხოლო ალბომის გამხსნელი ტრეკი Int. Barbershop — Day შედგება ფანების საუბრებისგან სმითის კარიერის შესახებ სხვადასხვა ნარატივზე. მათ შორისაა ფრაზა You better keep his wife’s name out of your mouth.

კრის როკისთვის სილის გაწვნის გამო, სმითი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიიდან 10 წლით დისკვალიფიცირდა. ინციდენტი კომიკოსის მხრიდან სმითის მეუღლეზე, ჯეიდა პინკეტ სმითზე ნათქვამ ხუმრობას მოჰყვა. 

შემთხვევის შემდეგ სმითმა როკს ბოდიში მოუხადა და კინოაკადემია დატოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტმა და კინგ კომბსმა EP გამოსცეს, რომელშიც შედის სიმღერა Diddy Free

შემდეგი სტატია

Evanescence Travis Shinn

Evanescence-მა სიმღერით Afterlife პირველად ჩარტ Mainstream Rock Airplay-ში პირველი ადგილი დაიმკვიდრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი