ახალი თიზერის გავრცელებით, ჯგუფი BLACKPINK, სავარაუდოდ, ახალ მუსიკას აანონსებს

ცნობილი K-POP ჯგუფის მსოფლიო ტურნე 5 ივლისს სეულში იწყება.
Blackpink
Dimitrios Kambouris/GI for MTV/Paramount Global

BLACKPINK-მა გულშემატკივრებს, ე.წ. BLINK-ებს, სიურპრიზი მოუმზადა – ჯგუფმა სოციალურ ქსელებში ახალი თიზერი გაავრცელა, რომლითაც, როგორც ჩანს, ახალ მუსიკას აანონსებენ.

ვიდეო საკმაოდ მინიმალისტურია. პოსტს აღწერის ველში ახლავს მხოლოდ ერთი კითხვა: „Ready to Jump?“, ხოლო სხვა დეტალები მითითებული არ არის.

სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნებულ 17-წამიან კლიპს სწრაფადვე მოჰყვა ფანების აღტაცება, რადგან ეს, შესაძლოა, ჯგუფის პირველი ერთობლივი მუსიკალური რელიზი იყოს 2022 წლის ალბომის – Born Pink-ის შემდეგ. ალბომი გამოსვლისთანავე Billboard 200-ის ჩარტის პირველ ადგილზე მოხვდა. სოციალური ქსელის კომენტარებში ჩაერთო ცნობილი ამერიკელი DJ და მუსიკალური პროდიუსერი DIPLO, რომელმაც მიანიშნა, რომ ჯგუფის ახალ მუსიკას მოუთმენლად ელის. 

YG Entertainment-მა, რომელიც ჯგუფს წარმოადგენს, ივნისში Forbes-თან საუბრისას დაადასტურა, რომ BLACKPINK ახალ სიმღერას პირველად მსოფლიო ტურნეს გახსნისას წარადგენს. DEADLINE WORLD TOUR 5 და 6 ივლისის შოუებით, სეულში, Goyang-ის სტადიონზე იწყება.

ფანებს ჯერ კიდევ 1-ელი ივლისიდან გაუჩნდათ ეჭვი, რომ ახალი მუსიკა იყო მოსალოდნელი, როდესაც BLACKPINK-ის ვებსაიტზე სეულის რუკა გამოჩნდა. რუკაზე რამდენიმე პოპულარული ადგილი იყო მონიშნული, თუმცა ორ წერტილზე ეწერა: DO NOT JUMP, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ ჯგუფის ახალ კომპოზიციას Jump ერქმევა.

ჯგუფის გაერთიანება მას შემდეგ მოხდა, რაც ოთხეული – ROSÉ, LISA, JENNIE და JISOO  გარკვეული დროის განმავლობაში სოლო  პროექტებზე მუშაობდნენ. ROSÉ-მ ინსტაგრამის Story-ში BLACKPINK-ის დაბრუნება დაადასტურა – მან გააზიარა ძველი გამოსვლების ვიდეოკადრები და მსმენელებს შეახსენა, რომ ჯგუფი მსოფლიო ტურნეს იწყებს. 

იხილეთ BLACKPINK-ის ახალი თიზერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტომ მორელოს თქმით, Black Sabbath-ის გამოსამშვიდობებელი შოუ მეტალის ჟანრის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა

შემდეგი სტატია

Oasis-ის წევრები, ნოელ და ლიამ გალაგერები, 2025 წლის 4 ივლისი, უელსი, კარდიფი. ფოტო: ენგუს ჯენერი

ცხრა გამორჩეული მომენტი Oasis-ის ტრიუმფალური კონცერტიდან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი