VAQO-ს ახალი მუსიკალური კომპოზიციები  Vin Getkvis Rom Me და Ukraina

VAQO-ს ორი ახალი სინგლი სრულიად განსხვავებულ ორ რეალობაზე გვიყვება.
VAQO

მუსიკოსი ვახტანგ ქანთარია – სასცენო სახელით VAQO – აპრილში ჩაწერილ ორ ერთმანეთისგან განსხვავებული ჟღერადობისა და თემატიკის მქონე სინგლს  Vin Getkvis Rom Me და Ukraina-ს აქვეყნებს,  თუმცა უნდა ითქვას, რომ კომპოზიციებს მუსიკოსის ხელწერა და ავთენტური სტილი თან დაჰყვება.

„Vin Getkvis Rom Me, Vaqo-ს უახლესი სინგლია, რომელიც მოგვითხრობს გამოგონილი პერსონაჟის, კერძოდ, კრიჭა ჯიგარის შესახებ სოფელ ძლოურ-დანეთიდან. ეს არის თოჯინა, რომელიც ხმას არ იღებს და უბრალოდ მუსიკის რიტმს მიჰყვება. სიმღერა ჩაიწერა 2025 წლის აპრილში, სხვა ახალ ნამუშევრებთან ერთად.” –  ამბობს მუსიკოსი.

კომპოზიცია ადრეული Garage Revival Rock-ის, Proto Punk-ის და 90-იანი წლების Rock and Roll-ის ნაზავს წარმოადგენს. ტრადიციულად, ყველა ინსტრუმენტზე  (დასარტყამი ინსტრუმენტი, ელექტრო გიტარა, პიანინო და ვოკალი) თავად მუსიკოსი Vaqo უკრავს. სიმღერის მიქსინგზე და მასტერინგზეც არტისტმა იმუშავა.

„აღსანიშნავია, რომ ჩანაწერს მცირე ექსპერიმენტული ხაზი გასდევს, რადგან მასში არ არის გამოყენებული ბას-გიტარა. კლიპის იდეასთან ერთად, ვიდეო გადაიღო ნოდარ ნოზაძემ, რომელიც ცნობილია ფილმების მონტაჟით, როგორიცაა „წმინდა ელექტროობა“, „თემო“, „ნეგატიური რიცხვები“ და სხვა. ნოდარ ნოზაძემ უზრუნველყო კლიპის მონტაჟი და ფერების კორექცია. გადაღების პროცესი საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა: თოჯინა დასარტყამის ჯოხებით კამერაზე იყო მიმაგრებული, რამაც „სელფის“ ეფექტი შექმნა, ისე, თითქოს ვიდეოკლიპი თავად თოჯინის ხელით არის გადაღებული.” – VAQO 

VAQO-მ ასევე გამოსცა სინგლი, სახელწოდებით Ukraina, რომელიც საქართველოსა და უკრაინის საერთო ისტორიას ეხმიანება და ომის თემატიკაზე საუბრობს. 

„Ukraina-ს შექმნის იდეა რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში გამიჩნდა, სადაც უკრაინელების მიერ შესრულებული ხალხური სიმღერა მოვისმინე, მათ ხმაშივე იგრძნობოდა ის დაძაბული ვითარება, რაც დღეს უკრაინაშია, თუმცა მისი რიტმი ცეკვის სურვილს აღძრავდა. სიმღერაში უკრაინასა და საქართველოს შორის სხვაობა არ არის –   სევდით, ბავშვური იმედგაცრუების განცდით იმღერება:

„უსინდისო სამყაროა შენს გარშემო, ჩემს გარშემო,

სიმართლე გარდაიცვალა ბომბებით სავსე ქალაქში,

გადარჩე და გადარჩე და გადარჩე და გადარჩე და გადარჩე და გადარჩე და შენ…“

ომის დროს ცხოვრება გადარჩენაზეა. ორმაგი ტრაგედია ისაა, რომ  ერთი მხარე მკვლელი ხდება, მეორე კი ან მოწმე, ან უბრალოდ მსხვერპლი… ასეთ დროს აზრს კარგავს ყველაფერი, რასაც ადამიანის უფლებებსა თუ ღირსებას ვეძახით”.

სინგლი Ukraina ჟანრობრივად შერეულია; მასში გაერთიანებულია უკრაინული საცეკვაო ტრადიციული მელოდიები აკორდეონის თანხლებით, Indie Rock-ის, Indie Pop-ის და თანამედროვე Art Rock-ის ელემენტები. 

როგორც Vin Getkvis Rom me, ისე Ukraina ვახტანგ ქანთარიას დიდი პროექტის ნაწილია, სადაც ხუთი განსხვავებული ჟანრის ალბომი ერთდროულად გამოიცემა. ამ წელს ჩვენ უკვე ვიხილეთ რამდენიმე ახალი სინგლიც. ,,ოთხი ალბომის ჩაწერა და მიქსი უკვე  დასრულებულია და ამჟამად ვმუშაობთ ბოლო, მეხუთე და დამაგვირგვინებელ ალბომზე.“ – ამბობს მუსიკოსი.

აღსანიშნავია, რომ ორივე სინგლი Vaqo-ს მორიგი მასშტაბური პროექტის ნაწილია, სადაც არტისტი ხუთი განსხვავებული ჟანრის ალბომის გამოცემას ერთდროულად გეგმავს. 

მოისმინეთ Vaqo-ს ახალი კომპოზიცია – Ukraina:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

MIKI

Billboard Georgia Presents: New Gen- MIKI (France)

შემდეგი სტატია

თიკა ფაცაციამ ოცწლიანი პაუზის შემდეგ ახალი ვიდეოკლიპი  წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ მუსიკას და შესაძლოა სასცენო სახელის ცვლილებასაც აანონსებს?

ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. შესაძლოა, მაილი საირუსი იმიჯის ცვლილებისთვის ემზადება
მეტი

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

DillaNext ზურა ჯიშკარიანის მიმდინარე მუსიკალური პროექტი და ალტერ ეგოა, რომელიც არტისტის შემოქმედებითი ძიებების ახალ ეტაპს ასახავს.
მეტი

თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია – დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

1996 წელს ლას-ვეგასში მომხდარი ტრაგიკული სროლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა.
მეტი

ტენესის გუბერნატორი ნეშვილის აეროპორტისთვის დოლი პარტონის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის

ამ ინიციატივის შესახებ ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი.
მეტი
Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების კოლექცია 1977-დან 2016 წლამდე პერიოდშია ჩაწერილი.
მეტი

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
მეტი