მწვანე ოთახის ახალი სინგლი – Hot Lit Life

„ამ ტრეკის შექმნის ინსპირაცია ამერიკაში მოგზაურობისა და იქ ჩატარებული ლაივების შემდეგ დაიბადა.“
Green Room • მწვანე ოთახი - Hot Lit Life
Green Room • მწვანე ოთახი – Hot Lit Life

მწვანე ოთახმა ახალი სინგლი, სახელწოდებით Hot Lit Life გამოუშვა. ტრეკი მთელი გუნდის ერთობლივი შემოქმედების შედეგია, სადაც როგორც მუსიკა, ისე ტექსტი მთლიანად ჯგუფის მიერ არის შექმნილი.

კომპოზიციაზე მუშაობის ინსპირაცია ამერიკაში მოგზაურობასა და იქ გამართულ ლაივებს უკავშირდება. სწორედ იმ გამოცდილებებმა შთააგონა ბენდს, შეექმნათ სიმღერა, რომელიც მოგზაურობისგან მიღებულ თავისუფლების განცდასა და სცენაზე ყოფნის დინამიკას აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ბენდის პირველი ლირიქ ვიდეოა, რომელზეც გრაფიკულმა დიზაინერმა კოკა კიტიამ იმუშავა.

„მუსიკა და ტექსტი ჯგუფმა მთლიანად თვითონ დაწერა. ამ ტრეკის შექმნის ინსპირაცია ამერიკაში მოგზაურობისა და იქ ჩატარებული ლაივების შემდეგ დაიბადა. ლირიქს ვიდეოზე ჯგუფმა პირველად იმუშავა გრაფიკულ დიზაინერ კოკა კიტიასთან, რომელმაც ზუსტად გადმოსცა სიმღერის ხასიათი.” – მწვანე ოთახი.

მოისმინეთ მწვანე ოთახის სინგლი  Hot Lit Life:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეფ ბაკლი, 1994 წლის აგვისტო, ატლანტა. ფოტო: დევიდ თონგი/Getty Images

ჯეფ ბაკლის შესახებ დოკუმენტური ფილმის  – It’s Never Over, Jeff Buckley-ს თრეილერი გამოქვეყნდა

შემდეგი სტატია

Nine Inch Nails ახალ სიმღერას გამოსცემს და Tron: Ares-ის საუნდტრეკის გამოშვების თარიღს ასახელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი