ჯეფ ბაკლის შესახებ დოკუმენტური ფილმის  – It’s Never Over, Jeff Buckley-ს თრეილერი გამოქვეყნდა

„ძნელია ისეთი პერიოდის წარმოდგენა, როცა ჯეფ ბაკლის შესახებ დოკუმენტური ფილმის შექმნაზე არ ვფიქრობდი,“ – ამბობს რეჟისორი ემი ბერგი.
ჯეფ ბაკლი, 1994 წლის აგვისტო, ატლანტა. ფოტო: დევიდ თონგი/Getty Images
ჯეფ ბაკლი, 1994 წლის აგვისტო, ატლანტა. ფოტო: დევიდ თონგი/Getty Images

რეჟისორ ემი ბერგის მიერ გადაღებული ფილმი მუსიკოს ჯეფ ბაკლის ისტორიას გვიყვება, რომლის კარიერაც და სიცოცხლეც 30 წლის ასაკში ტრაგიკულად დასრულდა.  ჯეფ ბაკლი 1997 წელს მემფისში, ვულფის მდინარეში  დაიხრჩო.

It’s Never Over, Jeff Buckley-ს პრემიერა პირველად Sundance-ის კინოფესტივალზე იანვარში შედგა. 8 აგვისტოს ფილმი Magnolia Pictures-ის მეშვეობით კინოთეატრებში გამოვა. ზამთარში კი მაყურებელს მისი ხილვა HBO-ზე და HBO Max-ის პლატფორმებზე შეეძლება.

დოკუმენტური ფილმის გამოსვლამდე მისი თრეილერი გავრცელდა, სადაც ჯეფ ბაკლის უნიკალური საარქივო კადრებია გამოყენებული. 

ერთ-ერთ ფრაგმენტში ინტერვიუერი მუსიკოსს ეკითხება:  „როგორ გსურს, რომ შენმა გულშემატკივრებმა გაგიხსენონ?“ რაზეც ჯეფ ბაკლი პასუხობს: „მხოლოდ მუსიკით, რადგან როცა მოვკვდები, ეს იქნება ერთადერთი, რაც დარჩება.“

დოკუმენტური ფილმი მუსიკოსის შესახებ აქამდე უცნობ კადრებს და მისი ახლობლების გულწფრელ მონათხრობს მოიცავს, მათ შორის დედის, მერი გიბერტის, მისი პარტნიორების, რებეკა მურის და ჯოან ვასერის და ასევე ბენდის წევრების, მაიკლ ტაიგის და პარკერ ქინდრედის ინტერვიუებს. 

ფილმში ასევე მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოსები: ემი მანი და ბენ ჰარპერი.

„ძნელია ისეთი პერიოდის წარმოდგენა, როდესაც ჯეფ ბაკლის შესახებ დოკუმენტური ფილმის შექმნაზე არ ვფიქრობდი. ეს იდეა 2006 წლიდან მუდამ ჩემს გეგმაში იყო, როცა ჩემი პირველი ფილმი გადავიღე და ალბათ კიდევ უფრო ზუსტად, 1994 წლიდან, როცა პირველად მოვუსმინე Grace-ს. ამ მუსიკამ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.” – განაცხადა რეჟისორმა ეიმი ბერგმა.

წლების განმავლობაში არაერთი მცდელობა ყოფილა ჯეფ ბაკლის ცხოვრების კინოეკრანზე გაცოცხლებისა, მათ შორის მსახიობ ბრედ პიტის მიერ, რომელმაც 2000 წელს მერი გიბერტთან ბიოგრაფიული ფილმის იდეა გააჟღერა.

2021 წელს მერი გიბერტი თანაპროდიუსერად გამოცხადდა ბიოგრაფიულ ფილმში Everybody Here Wants You, რომელშიც ჯეფ ბაკლის როლი რივ კარნის უნდა შეესრულებინა, თუმცა მას შემდეგ პროექტის შესახებ ახალი ცნობები აღარ გავრცელებულა.

ჯეფ ბაკლი იყო მერი გიბერტისა და ფოლკ-მუსიკოსის, ტიმ ბაკლის შვილი. მან 1994 წელს კონტრაქტი გააფორმა კოლუმბიასთან  და გამოსცა სადებიუტო ალბომი Grace. ალბომმა პირველ ეტაპზე არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო და  Billboard 200-ზე მხოლოდ 149-ე ადგილს მიაღწია, თუმცა დღეს ის კლასიკად ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯეფ ბაკლის მეორე ალბომის დასრულება არ დასცალდა, დედამ, მერი გიბერტმა, შვილის დემო ჩანაწერები შექმნა და 1998 წელს გამოიცა Sketches for My Sweetheart the Drunk, რომელიც Billboard 200-ის ჩარტში 64-ე ადგილზე მოხვდა, ხოლო სიმღერამ  Everybody Here Wants You გრემის ნომინაცია მიიღო საუკეთესო მამაკაცი როკ-ვოკალის შესრულებისთვის.

ნახეთ დოკუმენტური ფილმის თრეილერი:  It’s Never Over, Jeff Buckley:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tomorrowland-ის მთავარი სცენის ხანძრის თვითმხილველი შემთხვევას დაუჯერებელს უწოდებს

შემდეგი სტატია

Green Room • მწვანე ოთახი - Hot Lit Life

მწვანე ოთახის ახალი სინგლი – Hot Lit Life

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი