Nine Inch Nails ახალ სიმღერას გამოსცემს და Tron: Ares-ის საუნდტრეკის გამოშვების თარიღს ასახელებს

ფილმის საუნდტრეკი 24 სიმღერას მოიცავს.
Nine Inch Nails
John Crawford

Nine Inch Nails-მა ფანებს სიურპრიზი გაუკეთა. ინდუსტრიული როკის შეუჩერებელმა ძალამ ახალი სიმღერა გამოსცა, სახელწოდებით As Alive As You Need Me to Be. ამასთანავე დააანონსა, რომ Tron: Ares-ის საუნდტრეკი 19 სექტემბერს გამოვა.

As Alive As You Need Me to Be ბენდის პირველი ახალი მუსიკაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და პირველი სინგლია Tron: Ares-ის საუნდტრეკიდან, რომელიც გრემის მფლობელი ბენდის ყველა ახალ ნამუშევარს მოიცავს. 

მიუხედავად იმისა, რომ ბენდს ახალი სიმღერა ოფიციალურად არ დაუანონსებია, ფანები მის გამოცემას ეჭვობდნენ. 10 დღით ადრე შოუებზე მათ შეამჩნიეს გასაყიდი მაისურები წარწერით as alive as you need me to be. 8 ივლისს კი მაისურის ფოტო ინსტაგრამზე თავად ბენდმაც გააზიარა, ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის გარეშე.

საუნდტრეკის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია. თავად ფილმი კინოთეატრებში 10 ოქტომბერს გამოვა. 

Tron: Ares-ის საუნდტრეკის გამოცემასთან ერთად ტრენტ რეზნორი და მისი მუსიკალური პარტნიორი ატიკუს როსი ამჟამად ფრენჩაიზის მესამე ფილმის მუსიკაზე მუშაობენ. დუეტს მუსიკალურად ჯამში 20 ფილმი აქვს გაფორმებული, მიღებული აქვს ორი ოსკარი (The Social Network-ისთვის 2011 წელს და Soul-ისთვის 2021 წელს) და სამი ოქროს გლობუსი (ფილმებისთვის The Social Network, Soul და Challengers).

ამჟამად Nine Inch Nails მსოფლიო ტურნეში იმყოფება, რომელიც სექტემბერში დასრულდება. 

მოუსმინეთ სიმღერას As Alive As You Need Me to Be:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Green Room • მწვანე ოთახი - Hot Lit Life

მწვანე ოთახის ახალი სინგლი – Hot Lit Life

შემდეგი სტატია

ემინემის ქალიშვილმა, ჰეილი ჯეიდმა, 4 თვის ვაჟი რეპერის საკულტო კოსტიუმში გამოწყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი