ემინემის ქალიშვილმა, ჰეილი ჯეიდმა, 4 თვის ვაჟი რეპერის საკულტო კოსტიუმში გამოწყო

ეს არის იმ კოსტიუმის პატარა ზომის ვერსია, რომლითაც რეპერი გამოჩნდა 2009 წლის ვიდეოკლიპში – Without Me.
ემინემი თავის ქალიშვილთან, ჰეილი ჯეიდისთან ერთად ესწრება როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2022 წლის 5 ნოემბერი.
Kevin Mazur/Getty Images/The Rock and Roll Hall of Fame

ემინემის ქალიშვილმა, ჰეილი ჯეიდმა, დედობის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი მამას მიუძღვნა. ჰეილიმ გააზიარა შვილის, 4 თვის ელიოტის ფოტო განსაკუთრებული ჩაცმულობით: ჰეილიმ მას ცნობილი წითელ-მწვანე სუპერგმირის, Rap Boy-ს კოსტიუმი ჩააცვა, ეს არის იმ ტანსაცმლის პატარა ზომის ვერსია, რომლითაც რეპერი გამოჩნდა  2009 წლის ვიდეოკლიპში – Without Me.

Shady Baby-ს სახელით ცნობილი ბოდე, რომელსაც ელიოტი ატარებს, ემინემის ოფიციალურ ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი. ის იმ საბავშვო ტანსაცმლის კოლექციის ნაწილია, რომელიც ემინემის სხვადასხვა ცნობილი იმიჯის შთაგონებით შეიქმნა.

2024 წელს ემინემმა გამოაქვეყნა კლიპი, სადაც ის კვლავ გამოეწყო Rap Boy-ს კოსტიუმში. ეს არის ვიდეო სინგლზე Houdini, რომელიც შესულია რეპერის უახლეს ალბომში – The Death of Slim Shady (Coup de Grâce). ალბომი გამოსვლისთანავე Billboard 20-ის ჩარტის პირველ ადგილზე მოხვდა.

ამავე ალბომშია შესული ბალადა Temporary – სიმღერა, რომელიც ემინემმა თავის სამ შვილს მიუძღვნა. ჰეილის გარდა, რომელიც რეპერის ერთადერთი ბიოლოგიური შვილია, ემინემი ალაინას და სტივის მამაც არის. 

„ექოსკოპიის ფოტო გავუწოდე და მითხრა: ღმერთო, მოიცა, ეს რეალურია? ეს მართლა ხდება?” – ასე გაიხსენა ჰეილიმ ორსულობის ამბის გაზიარების მომენტი თავის პოდკასტში Just a Little Shady.

ჰეილის და მის ქმარს, ევან მაკლინტოკს ელიოტი მარტში შეეძინათ. ამის შესახებ ჰეილიმ სამი კვირის შემდეგ საჯაროდ გამოაცხადა და დაამატა, რომ ემინემის ნამდვილი სახელი – მარშალი მისი შვილის შუა სახელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nine Inch Nails ახალ სიმღერას გამოსცემს და Tron: Ares-ის საუნდტრეკის გამოშვების თარიღს ასახელებს

შემდეგი სტატია

The Late Show with Stephen Colbert 2026 წელს დასრულდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი