Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – რუნიუ ჩიანი (ჩინეთი)

Runyu Qian
Runyu Qian

რუნიუ ჩიანი ფიუჟენ ჟანრის მომღერალი და სიმღერების ავტორია. მისი მუსიკა ტრადიციული ჩინური და თანამედროვე ჟღერადობის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს. რუნიუ ჩიანი ბერკლის მუსიკის კოლეჯის კურსდამთავრებულია, მუსიკოსი მის სპეციალობას  – ელექტრონულ პროდაქშენს და დიზაინს, ოსტატურად იყენებს და უნიკალურად აერთიანებს R&B-ს, პოპს, EDM-სა და ჩინურ ფოლკლორს.

რუნიუ ჩიანის სადებიუტო ალბომმა FUSS!ON, სადაც ჩინური ეთნიკური საკრავები დასავლურ მუსიკასთან ერთიანდება, კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

რუნიუმ საავტორო სიმღერა MINE პოპულარულ ჩინურ შოუში, Melody Journey-ში,  შენ ჟოუსთან ერთად შეასრულა. იგი თანამშრომლობდა არტისტ Aurora-სთან და გრემის მფლობელ პროდიუსერ Jay Century-სთან, რითაც კიდევ უფრო ფართო აუდიტორია მოიცვა. 

უნიკალური ნიჭისა და არასტანდარტული შემოქმედებითი ხედვის წყალობით, რუნიუ ჩიანი დახვეწილად აერთიანებს კლასიკურ და თანამედროვე, აღმოსავლურ და დასავლურ მუსიკის ჟანრებს.  არტისტი ხშირად თანამშრომლობს საერთაშორისო ბრენდებთან.

რუნიუ ჩიანი Apple Music-ის Dolby Atmos-ის წარმომადგენელი იყო ჩინეთში, რა დროსაც შექმნა და შეასრულა სიმღერები ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა BYD და Lancôme. 2024 წლის ნოემბერში მან ჩინეთში პირველი ტურნე გამართა და კონცერტები ჩაატარა პეკინში, შანხაიში და გუანჯოუში. 

2025 წელს მონაწილეობა მიიღო SXSW ფესტივალზე ოსტინში (აშშ), სადაც წარმატებული სამი კონცერტით წარდგა მსმენელის წინაშე. ჩინური მუსიკისა და თანამედროვე დასავლური ჟღერადობის შერწყმით შექმნილმა მისმა უნიკალურმა მიდგომამ Billboard-ის ყურადღებაც მიიქცია, რის შედეგადაც Billboard-მა რუნიუ ჩიანთან ინტერვიუ ჩაწერა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქართველი ტენორი მიხეილ შეშაბერიძე ვენეციაში, სან მარკოს მოედანზე წარდგა

შემდეგი სტატია

საბრინა კარპენტერი 2025 წლის 1 მარტი, ლონდონი. Gareth Cattermole/Getty Images

საბრინა კარპენტერმა ალბომ Man’s Best Friend-ის სიმღერათა სია გაამჟღავნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Ecco2k – Aldehydes and Ketones

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედური ალტერნატიული სცენის ვარსკვლავი Ecco2k ახალი სინგლით – Aldehydes & Ketones ბრუნდება

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი
გიგი ცინცაძის და ზუკა სიმონიშვილის ერთობლივი ალბომი Flow ფოტო: Lunatic

გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი