ნიკ კეივს პრესტიჟული ფრანგული ჯილდო გადაეცა

„თქვენ ხართ მსოფლიოს მოქალაქე და ხართ არლის მოქალაქე,” – მიმართა ქალაქის მერმა პატრიკ დე კაროლიმ მუსიკოსს.
ნიკ კეივი საპატიო ჯილდოს მიღებისას არლში
ANTOINE JAUSSAUD

ავსტრალიელ მუსიკოს ნიკ კეივს საფრანგეთის ქალაქ არლში ორი პრესტიჟული ჯილდო გადაეცა. 

კეივი, რომელიც ამჟამად ევროპის სოლო ტურნეში იმყოფება, არლში კონცერტისთვის შაბათს, 26 ივლისს ჩავიდა. კონცერტის დილას კი 67 წლის მუსიკოსი Hôtel de Ville-ში გამოჩნდა, სადაც მას ორი საპატიო ჯილდო გადასცეს.

ცერემონიაზე კეივს მიენიჭა ხელოვნებისა და სიტყვის რაინდის წოდება. პრესტიჟული ჯილდო გადაეცემა მათ, ვისაც „მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ფრანგული კულტურული მემკვიდრეობის გამდიდრებაში.”

გარდა ამისა, ქალაქის მერმა პატრიკ დე კაროლიმ კეივი არლის მედლით დააჯილდოვა მისი არტისტული წვლილისა და „განსაკუთრებული კავშირებისთვის” ქალაქთან.

„თქვენ ხართ მსოფლიოს მოქალაქე და ხართ არლის მოქალაქე,” – მიმართა მერმა მუსიკოსს სიტყვით გამოსვლისას. 

კეივმა მერს იუმორით უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი ფრანგული საუბრიდან ვერც ერთი სიტყვა ვერ გაიგო. თავად მუსიკოსის მადლობის სიტყვა კი მოიცავდა ისეთი ფრანგი პოეტების აღიარებას, როგორებიც არიან რემბო და ბოდლერი და ასევე ფრანგული კულტურის როლს მის შემოქმედებაში.

კეივი არ არის პირველი ავსტრალიელი მუსიკოსი, რომელმაც ამ მასშტაბის ფრანგული ჯილდო დაიმსახურა. 2009 წელს ტინა არენა გახდა ავსტრალიის პირველი მოქალაქე, რომელმაც საფრანგეთის ეროვნული ღირსების ორდენი მიიღო. ჯილდო მას ფრანგულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გადასცა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მარიო დეი, Iron Maiden-ის ვოკალისტი, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

სალო თათარაშვილმა Nikala-სთან კოლაბორაციით ახალი სიმღერა – Someway გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი