Tiny Desk-ის პროდიუსერი პირობას დებს, რომ ტრამპის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის კორპორაციის დაშლის შემდეგ შოუ არ დაიხურება

ბობი კარტერმა წერტილი დაუსვა გავრცელებულ ჭორებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ NPR-სა და PBS-ს 1.1 მილიარდი დოლარის დაფინანსება შეუწყვიტა.
საბრინა კარპენტერი Tiny Desk-ში
ZAYHRA RODRIGUEZ/NPR

NPR-ის პოპულარული კონცერტების სერიის,  Tiny Desk-ის პროდიუსერმა ინსტაგრამზე განცხადება გაავრცელა და შოუს ფანებს აუწყა, რომ, CPB-ის დახურვის მიუხედავად, პოპულარული შოუ გაგრძელდება. 

პოსტში Tiny Desk-ის წამყვანი და პროდიუსერი ბობი კარტერი გამოეხმაურა გავრცელებულ ჭორებს, თითქოს შოუ დახურვის პირასაა მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ CPB-ს ხურავდა, რის შედეგადაც NPR-სა (საზოგადოებრივი რადიო) და PBS-ს (საზოგადოებრივი მაუწყებელი) დაფინანსება უწყდებოდა. 

„ბევრი ადამიანისგან გავიგე, რომ NPR/Tiny Desk იხურება,” – წერს კარტერი. „ეს ასე არ არის. სამწუხაროდ, იხურება CPB. მოვუწოდებ ყველას, მხარი დაუჭირონ საზოგადოებრივ მედიას და გააკეთონ შემოწირულობები. ვაფასებ ყველა ზარსა და მესიჯს. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა.”

მაშინ, როცა ფანები არხის მომავალზე ღელავენ, Tiny Desk რეალურად ფართოვდება. ცოტა ხნის წინ ჩაეშვა Tiny Desk Radio – ახალი ყოველკვირეული შოუ, რომლის წამყვანებიც ბობი კარტერი და ანამარი სეირი არიან. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით CPB-ზე, კერძო არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელიც კონგრესმა 1967 წელს შექმნა ფედერალური მთავრობის მიერ მაუწყებლის დასაფინანსებლად და რომელიც საზოგადოებრივი რადიოს, ტელევიზიისა და ონლაინ პლატფორმის დაფინანსების ერთადერთი მსხვილი წყაროა. CPB-ის ფინანსების 70%-ზე მეტი ადგილობრივ საზოგადოებრივ რადიოებსა და სატეველიზიო არხებს ხმარდებოდა, რომელთა ნახევარიც რეგიონების მცხოვრებთათვის ინფორმაციის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. 

CPB-ის სრულად დახურვა სექტემბერში იგეგმება. NPR-მა სარჩელი შეიტანა დაფინანსების შეწყვეტაზე ტრამპის ბრძანებისა და კონგრესის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის  გამოც, შესაძლოა, არაერთი ადგილობრივი საზოგადოებრივი მედია სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დადგეს ან მთლიანად დაიხუროს. 

Tiny Desk  2008 წელს დაიწყო. დღემდე შოუმ 1200 ზე მეტ აქტს უმასპინძლა, მათ შორის ისეთი ვარსკვლავების გამოსვლებს, როგორებიც არიან დუა ლიპა. სტინგი, ადელი და სხვები.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Jessie J 2025 წლის 11 მაისი. ფოტო: იორდან პეტიტი/PA Images via Get

Jessie J მკერდის სიმსივნის ოპერაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს

შემდეგი სტატია

WestFest Kutaisi

WestFest Kutaisi – ფესტივალი და მუსიკალური ბენდები განცხადებებს ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი