ახალ ვიდეოკლიპში ჯასტინ ბიბერი მეუღლესა და 11 თვის ვაჟთან ერთად ისვენებს 

ოჯახური ვიდეო იახტაზეა გადაღებული.
ჯასტინ ბიბერი – Yukon

ჯასტინ ბიბერმა ახალი კლიპი გამოაქვეყნა, სიმღერაზე Yukon. ვიდეოში მუსიკოსი დროს ოჯახთან, მეუღლესა და 11 თვის ვაჟთან ერთად ატარებს.

კოლ ბენეტის მიერ გადაღებულ შავ-თეთრ კლიპში ბიბერები იახტაზე არიან, რომლის ფორმაც ჯასტინის ტანსაცმლის ხაზის ახალი ბრენდის, Skylrk-ის ლოგოს ჰგავს. 

„ვიდეო რამდენიმე კვირის წინ გადავიღეთ, ესპანეთსა და იტალიაში ყოფნისას. ეს მოგონებები მთელი ჩემი ცხოვრება მემახსოვრება. მადლობა ყველაფრისთვის,” – დაწერა ბენეტმა ინსტაგრამზე და ჯასტინი და ჰეილი მონიშნა. 

ვიდეო 11 თვის ჯეკ ბლუზ ბიბერის დებიუტია. რაც შეეხება ჰეილის, ის აქამდეც არაერთ კლიპში გამოჩენილა, მათ შორისაა DJ Khaled-ისა და დრეიკის Popstar, ჯასტინისა და Dan + Shay-ს 10,000 Hours და არიანა გრანდესა და ბიბერის Stuck with U.

Yukon შესულია ბიბერის ბოლო ალბომში Swag, რომელიც გასულ თვეს Billboard 200-ის მეორე ადგილზე გავიდა. სიმღერამ Billboard Hot 100-ის მე-17 პოზიცია დაიკავა, რაც ალბომის სინგლებიდან მეორე საუკეთესო შედეგია მე-2 ადგილზე გასული Daisies-ის შემდეგ. 

ნახეთ ვიდეოკლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

როკ-ენ-როლის ავსტრალიელი პიონერი Col Joye 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

სელენა გომესი და ბენი ბლანკო, 2025 წლის 2 მარტი, ჰოლიბუდი. ფოტო: ემა მაკინტაირი / Getty Images

სელენა გომესი Therapuss-თან  ინტერვიუში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ბენი ბლანკოსთან ურთიერთობის დასაწყისზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი