Cardi B-ის ახალ სინგლში Jay-Z-ის ცნობილი ტრეკის – Imaginary Players-ის სემპლია გამოყენებული

Cardi B-მ გაამხილა, რომ სემპლის გამოყენების თანხმობა თავად Jay-Z-ისგან მიიღო.
Cardi B
BRIAN ZIFF

Cardi B-ის მეორე ალბომის გამოსვლამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩება. რეპერმა სინგლის – Outside-ის შემდეგ ახალი ტრეკი – Imaginary Playerz გამოუშვა, რომელიც სტრიმინგ პლატფორმებზე 15 აგვისტოს გამოქვეყნდა.

კომპოზიციაში Jay-Z-ის ამავე სახელწოდების ცნობილი ტრეკის სემპლია გამოყენებული. Jay-Z-ის Imaginary Players შესულია 1997 წლის ალბომში, სახელწოდებით In My Lifetime, Vol. 1. 

კვირის დასაწყისში Cardi B-მ გაამხილა, რომ სემპლის გამოყენების თანხმობა თავად Jay-Z-ისგან მიიღო. „თუ ის არ დამთანხმდებოდა, ალბათ, რეაქცია არც მექნებოდა. უბრალოდ ვიფიქრებდი, რომ უფრო მეტად უნდა მეცადა, მაგრამ მიხარია, რომ მაქსიმალურად დავიხარჯე და მას მოეწონა,” – თქვა Cardi-მ. 

Cardi B-მ ახალი სინგლი ოფიციალურად 11 აგვისტოს დააანონსა და ამასთან ერთად გაავრცელა ტრეკის გარეკანიც, სადაც მას თეთრი ბეწვის ქურქი აცვია.  ჯერ უცნობია, სრული ალბომის გამოცემამდე კიდევ გამოუშვებს თუ  არა რეპერი ახალ სინგლს. 

Cardi-ს მეორე ალბომში სულ 23 ტრეკი იქნება, მათ შორის უკვე ცნობილი Up და WAP. გრემის მფლობელმა რეპერმა აღნიშნა, რომ ამ ძველ ჰიტებს ალბომში განზრახ ტოვებს: „ეს იქნება პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როცა ამაზე ვსაუბრობ,“ – დაწერა არტისტმა ივნისში X-ზე. „WAP და Up ჩემი ორი ყველაზე დიდი სიმღერაა და ფანები მთხოვდნენ, რომ ალბომში შემეტანა. ისინი იმსახურებენ საკუთარ ადგილს.“

მოუსმინეთ Imaginary Playerz-ს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

In Whose Name? – გამოქვეყნდა კანიე უესტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი, რომელშიც კიმ კარდაშიანიც ჩნდება

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეიმ ახალი სიმღერის ფრაგმენტი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, Ethel Cain-ს უპირისპირდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი