ტრევის კელსის მამის თქმით, მისი შვილის სიხარულის მთავარი წყარო ტეილორია

ედ კელსის თქმით, ტეილორ სვიფტმა Super Bowl-ის გამარჯვებული ძალიან ბედნიერი გახადა.
ტრევის კელსი და ტეილორ სვიფტი New Heights-ის პოდკასტში
ტრევის კელსი და ტეილორ სვიფტი New Heights-ის პოდკასტში

ორი კვირის წინ ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი Kansas City Chiefs-ის ტაიტ ენდის პოდკასტ New Heights-ში გამოჩნდნენ. 

24 აგვისტოს ESPN-ის ახალი, ექვსნაწილიანი სერიის, The Kingdom-ის პრემიერა გაიმართა. დოკუმენტური სერია Chiefs-ის Super Bowl-ის სამმაგ გამარჯვებას ეხება, სადაც ჟურნალმა People ტრევის კელსის მამას, ედ კელსის ტრევისისა და პოპვარსკვლავის ურთიერთობის შესახებ ჰკითხა. 

როცა ჟურნალისტმა ედ კელსის ტრევისის ბედნიერების წყაროს დასახელება სთხოვა, ედ კელსიმ დაუფიქრებლად უპასუხა – „ტეილორი, სავარაუდო პასუხიც კი არ არსებობს. ეს ნამდვილად ის წყვილია, ვისაც ერთმანეთი ძალიან უყვარს და ეს აშკარაა.”

კვირას გამართულ პრემიერაზე People-მა ტრევისის დედასთან, დონა კელსთანაც ისაუბრა. მან ტრევისისა და ტეილორის პოდკასტში New Heights-ის სტუმრობა დადებითად შეაფასა.  „ვფიქრობ, ეს იყო ყველასთვის სასიამოვნო სანახავი და სიყვარულით სავსე პოდკასტი.” – თქვა დონა კელსიმ. 

ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ურთიერთობას ოფიციალური სახე 2023 წლის ოქტომბერში მიეცა, მას შემდეგ წყვილი ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების განუყოფელი თანამონაწილეები არიან.  ტრევისი ტეილორ სვიფტის Eras Tour-ის არაერთ კონცერტს დაესწრო, ტეილორი კი ათზე მეტ Chiefs-ის თამაშზე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ტეილორმა ორი კვირის წინ პოდკასტში New Heights მე-12 სტუდიური ალბომის, The Life of a Showgirl-ის გამოსვლის დეტალები გაამხილა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Nick Cave & The Bad Seeds 2026 წელს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში „WILD GOD“ ტურნეს იწყებს

შემდეგი სტატია

Snoop Dogg 2025 წლის 25 აპრილი, ნიუ იორკი ფოტო: ჯონ ნასიონი

ავსტრალიელი სენატორი Snoop Dogg-ის AFL-ის ფინალიდან მოხსნას ითხოვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

შონ „დიდი“ კომბსი - 2023 წლის 21 სექტემბერი Jemal Countess/Getty Images

Diddy ნიუ-ჯერსის ციხიდან პენსილვანიის დაწესებულებაში გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციიით, მუსიკალური ინდუსტრიის გავლენიანი ფიგურა ციხეში კონფლიქტებში მონაწილეობდა და მკაცრი პატიმრობის ნაცვლად, „პრივილეგირებული“ პირობებით სარგებლობდა.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი
ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი