2025 წლის MTV VMAs-ის ცერემონიის სპეციალური ნაწილი ოზი ოსბორნის ხსოვნას მიეძღვნება

წლევანდელი ცერემონია 7 სექტემბერს გაიმართება და CBS-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
ოზი ოსბორნი Black Sabbath-ის პერფორმანსის დროს, 1978 წლის 27 მაისი. ფოტო: გას სტიუარტი
ოზი ოსბორნი Black Sabbath-ის პერფორმანსის დროს, 1978 წლის 27 მაისი. ფოტო: გას სტიუარტი

7 სექტემბერს ოზი ოსბორნის მუსიკალური პარტნიორები და კოლეგები 2025 წლის MTV VMAs-ის სცენაზე წარდგებიან, რათა მეტალის ლეგენდას პატივი მიაგონ. გავრცელებული განცხადების მიხედვით, Aerosmith-ის სოლისტი სტივენ ტაილერი და გიტარისტი ჯო პერი Yungblud-ისა და Extreme-ის ნუნო ბეტანკურს შეუერთდებიან წლევანდელ ცერემონიაზე, რომელიც CBS-ის საღამოს პირდაპირი ეთერით გადაიცემა. როკ-მუსიკოსები სცენაზე ოსბორნის უდიდეს ჰიტებს შეასრულებენ. ოსბორნი არა მხოლოდ ჰარდ-როკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა იყო, არამედ MTV-სთანაც დიდი ისტორია აკავშირებდა – დაწყებული 1980-იანების Headbanger’s Ball-ში გამოჩენით, დასრულებული რეალითი შოუ – The Osbournes-ით, რომელიც MTV-ის არხზე 2002-2005 წლებში გადიოდა. შოუ ოსბორნის ოჯახურ ცხოვრებას ასახავდა და მაყურებელს მუსიკოსის შესახებ სცენის მიღმა დეტალებს უზიარებდა.

ოზი ოსბორნი 22 ივლისს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც სცენაზე ბოლოჯერ გამოვიდა საკუთარ ქალაქ ბირმინგემში გამართულ დიდ კონცერტზე, სახელწოდებით – Back to the Beginning. შოუში მონაწილეობდნენ Metallica, Slayer, Pantera, Mastodon, Lamb of God, Anthrax, Alice in Chains და ბევრი სხვა შემსრულებელი. Yungblud-მა და ნუნო ბეტანკურმა Sleep Token II-თან ერთად შეასრულეს Black Sabbath-ის სიმღერის, Changes-ის ქავერი. ბეტანკური ასევე შეუერთდა Rage Against the Machine-ის ტომ მორელოსა და Quiet Riot/Ozzy-ს ბასისტ რუდი სარზოს, რათა შეესრულებინათ Symptom of the Universe და კიდევ არაერთი სიმღერა Sabbath-ისა და ოზის სოლო რეპერტუარიდან. 

ოზისადმი მიძღვნილი შოუს გარდა, VMAs-ის ცერემონია მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით გამოირჩევა. სცენაზე ასევე გამოვლენ: მერაია ქერი, ლედი გაგა, ტეიტ მაკრეი, ალექს უორენი და საბრინა კარპენტერი. ცერემონიაზე ბასტა რაიმსს  MTV VMA Rock the Bells Visionary Award გადაეცემა,  ხოლო რიკი მარტინი პირველ Latin Icon Award-ს მიიღებს.

იხილეთ MTV-ის პრომო, რომელიც ოზი ოსბორნისადმი მიძღვნილი ცერემონიის სპეციალურ მუსიკალურ ნაწილს აანონსებს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სანდრო ნებიერიძე ბუზონის საფორტეპიანო კონკურსის ფინალშია

შემდეგი სტატია

ჯასტინ ბიბერი / RENELL MEDRANO

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი