წინანდლის ფესტივალი 14 სექტემბერს დაიხურება – გაეცანით ფინალური საფესტივალო დღის პროგრამას

ფინალურ საფესტივალო დღეს წინანდლის ისტორიულ მამულში, ამფითეატრის სცენაზე კონცერტებით წარდგებიან იერუსალიმის კვარტეტი, პაბლო ფერანდესი, დანიელ ბლენდალფი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი.

14 სექტემბერს წინანდლის ფესტივალის მე-7 სეზონი დაიხურება და 2026 წლამდე დაემშვიდობება მსმენელს. წელს ფესტივალმა, ტრადიციისამებრ, მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა წარმოადგინა.

ფინალურ საფესტივალო დღეს წინანდლის ისტორიულ მამულში, ამფითეატრის სცენაზე კონცერტებით წარდგებიან იერუსალიმის კვარტეტი, პაბლო ფერანდესი, დანიელ ბლენდალფი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი. იერუსალიმის კვარტეტი შეასრულებს ლეოშ იანაჩეკის, იოზეფ ჰაიდნის და იოჰანეს ბრამსის კომპოზიციებს. რაც შეეხება მეორე კონცერტს, პაბლო ფერანდესი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი შეასრულებენ ანტონინ დვორჟაკის და გუსტავ მალერის ნაწარმოებებს. კონცერტს დანიელ ბლენდალფი უდირიჟორებს.

იერუსალიმის კვარტეტი 1993 წელს შეიქმნა. ამ დროის განმავლობაში მუსიკალურმა კოლექტივმა შექმნა მდიდარი რეპერტუარი და საკუთარი, უნიკალური სტილი. ისინი რეგულარულად გამოდიან მსოფლიოს წამყვან სცენებზე – დაწყებული ლონდონის Wigmore Hall-ით, დასრულებული ზალცბურგის ფესტივალით.

2023-2024 წლებში მათი ტურნე მოიცავდა შვედეთს, ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიას, შვეიცარიას და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქალაქს. კვარტეტის განსაკუთრებულ პროექტებს შორის არის „იიდიშ კაბარე“ და ბარტოკის ციკლი ჰამბურგის Elbphilharmonie-ში.

კვარტეტის ჩანაწერებმა მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის Diapason d’Or და BBC Music Magazine Award.

პაბლო ფერანდესი მადრიდში დაიბადა და ჩელოზე დაკვრა სამი წლის ასაკში დაიწყო. ის არის ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და SONY Classical-ის ექსკლუზიური არტისტი. ფერანდესი შეფასებულია ახალი თაობის ვირტუოზად. დღეს ის ითვლება ჩელოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად შემსრულებლად თავისი თაობის მუსიკოსებს შორის.

მისი სადებიუტო ალბომი – Reflections 2021 წელს SONY Classical-ზე გამოვიდა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა, ასევე მოიპოვა Opus Klassik Award-ის ჯილდო. ხელოვანი უკრავს 1689 წლის Stradivarius Archinto-ზე, რომელიც მას სიცოცხლის განმავლობაში უბოძა Stretton Society-ს წევრმა.

პაბლო ფერანდესი სხვადასხვა დროს მსმენელის წინაშე არაერთ გავლენიან ორკესტრთან ერთად წარდგა, მათ შორის არის: ლოს-ანჯელესის და ჩეხეთის ფილარმონიული ორკესტრები, ბერლინის Konzerthaus ორკესტრი, ვენის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და სხვა.

დანიელ ბლენდალფი სკანდინავიელი დირიჟორია. 2008 წელს ის შვედეთის დირიჟორთა კონკურსის გამარჯვებული გახდა, ხოლო 2014-ში დაიმსახურა ჰერბერტ ბლომშტედტის პრიზი. მის კარიერაში ხშირია თანამშრომლობა ისეთ ორკესტრებთან, როგორებიცაა Tonhalle-Orchester Zürich, Detroit Symphony Orchestra, BBC National Orchestra of Wales, Singapore Symphony Orchestra, ასევე ფინეთის, ისლანდიის, შვედეთისა და ახალი ზელანდიის სიმფონიური ორკესტრები. განსაკუთრებული ფოკუსი ბლენდალფს თანამედროვე შვედურ მუსიკაზე აქვს, რაც მისი საკონცერტო პროგრამების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ის არის შვედური კამერული ორკესტრის, Dalasinfoniettan-ის მთავარი დირიჟორი და შემოქმედებითი მრჩეველი. ხელოვანი ოპერის სფეროშიც წარმატებულია: მას ეკუთვნის დადგმები „კარმენი“, „ფაუსტი“ და სხვა. დანიელ ბლენდალფი დღეს უკვე საერთაშორისო მასშტაბის დირიჟორია, რომელიც ცნობილია როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე მუსიკის ინტერპრეტაციებით.

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წელს „წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში დაარსდა და კავკასიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ხელოვანებით დაკომპლექტდა. ყოველწლიურად ნიჭიერი მუსიკოსების აღმოსაჩენად ცოცხალი შესარჩევი მოსმენები ტარდება, სადაც მონაწილეობის მიღება 18-დან 28 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. წელს მოსმენები ცხრა ქვეყანაში გაიმართა: საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში. შერჩეული მუსიკოსები ფესტივალის დაწყებამდე ორი კვირის განმავლობაში რეპეტიციებს მსოფლიოს წამყვანი ორკესტრების პედაგოგებთან გადიან.

წინანდლის ფესტივალი წელსაც, ტრადიციისამებრ, მსოფლიოს მუსიკალური მედიის ფოკუსში იქნება. ღონისძიება არაერთ ქვეყანაში გაშუქდება.

ფესტივალის სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Pink Floyd-ის საკულტო ალბომი Wish You Were Here 50-ე საიუბილეო წელს ახალი გამოცემით ხვდება

შემდეგი სტატია

2025 წლის Emmy Awards-ის გამარჯვებულები ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი