კიტ ურბანმა ბოლო კონცერტზე  ნიკოლ კიდმანის შთაგონებით შექმნილი სიმღერის, The Fighter-ის ტექსტი შეცვალა

ქანთრი მომღერალმა სიმღერის ტექსტში ცვლილება შეიტანა და იგი თავის გიტარისტ მეგი ბოის მიუძღვნა.
კიტ ურბანი და ნიკოლ კიდმანი 2023 წლის Met Gala-ზე. / Matt Winkelmeyer/MG23/Getty Images
კიტ ურბანი და ნიკოლ კიდმანი 2023 წლის Met Gala-ზე. / Matt Winkelmeyer/MG23/Getty Images

კიტ ურბანისა და ნიკოლ კიდმანის ურთიერთობის ცვლილების პარალელურად, ქანთრი ვარსკვლავის მუსიკაშიც იგრძნობა სიახლეები.

ბოლო კონცერტზე კიტ ურბანმა The Fighter-ის ტექსტი შეცვალა. სიმღერა მისი ყოფილი მეუღლის, ნიკოლ კიდმანის შთაგონებით იყო შექმნილი. ახალ ტექსტში კი მომღერალმა ტურზე მყოფი გიტარისტის, მეგი ბაუს სახელი ახსენა. თავდაპირველი ტექსტის ვერსიაში კიტ ურბანი მღერის „When they’re tryna get to you, baby I’ll be the fighter,” ახლანდელი ტექსტი კი ასე ჟღერს: “When they’re tryna get to you, Maggie I’ll be your guitar player.”

კიტ ურბანმა ტექსტი მაშინ შეცვალა, როდესაც სიმღერას მეგი ბოისთან ერთად მიმდინარე ტურნეზე ასრულებდა.  25 წლის ამომავალმა ქანთრი მუსიკოსმა ეს ვიდეო 27 სექტემბერს პირად ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. Billboard-მა მანამდე კიტ ურბანისა და ნიკოლ კიდმანის 19 წლიანი ქორწინების შემდეგ წყვილის დაშორება დაადასტურა. 

კიტ ურბანმა სიმღერა The Fighter ცხრა წლის წინ კერი ანდერვუდთან ერთად გამოუშვა. სიმღერამ Billboard Hot 100-ში 38-ე, ხოლო Hot Country Songs-ის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა.

2017 წელს ავსტრალიელ-ამერიკელმა მომღერალმა კიტ ურბანმა Billboard-ს განუცხადა, რომ სიმღერა ნიკოლ კიდმანთან დიალოგით იყო შთაგონებული: „ეს ყველაფერი ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში ერთ-ერთ საუბარს უკავშირდება, როდესაც ურთიერთობა რთულდებოდა, მჭირდებოდა, რომ მას ჩავხუტებოდი, მასზე მეზრუნა. ეს სიმღერა არის სურვილი იმისა, რომ განკურნო ის, ვისზეც ზრუნავ და ვისაც იცავ. ეს ერთგვარად ფიცს ჰგავს.”

კიტ ურბანმა ნიკოლ კიდმანთან ურთიერთობა 2005 წელს დაიწყო, წყვილი მომდევნო წელს დაქორწინდა და მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ. დაშორებიდან ერთი დღის შემდეგ, 30 სექტემბერს, ნიკოლ კიდმანმა განქორწინებაზე სარჩელი შეიტანა, მიზეზად კი ოჯახური სირთულეები და უთანხმოება დაასახელა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Pop Shop Podcast: როგორ იქცა Bad Bunny მოწვეული შემსრულებლიდან Super Bowl-ის მუსიკალური შოუს სცენის მთავარ ვარსკვლავად

შემდეგი სტატია

Bad Bunny 2025 წლის Met Gala-ზე, ნიუ იორკი. Michael Buckner for Penske Media

დონალდ ტრამპის მრჩეველმა კორი ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ საემიგრაციო სამსახურის აგენტები Bad Bunny-ს Super Bowl-ის შოუზეც იქნებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

MAMAFLEX-ის ლაივი და ახალი ალბომის პრეზენტაცია კლუბში Mtkvarze

7 მარტს კლუბი Mtkvarze ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის, MAMAFLEX-ის ლაივს უმასპინძლებს. არტისტი მსმენელის წინაშე ახალი პროექტით და თავისი ბოლო რელიზით Retired Crashout წარდგება.
მეტი