შონ კომბსს პროსტიტუციაში ჩართვის ბრალდებით 4 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

Diddy დამნაშავედ ორ ეპიზოდში ცნეს.
Diddy
Paras Griffin/Getty Images

შონ კომბსს 50 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა მას შემდეგ, რაც პროსტიტუციაში ჩართვის მიზნით ტრანსპორტირების ბრალდებით ორ ეპიზოდში ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

განაჩენი 3 ოქტომბერს ნიუ-იორკის სასამართლოში მოსამართლე არუნ სუბრამანიანმა გამოაცხადა. მან კომბსს ასევე დააკისრა 500 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა. ეს არის მაქსიმალური თანხა, რაც ამ შემთხვევაში შეიძლებოდა მსჯავრდებულს დაკისრებოდა.

სასჯელის გამოტანამდე მოსამართლემ აღნიშნა, რომ გაითვალისწინებდა პროცესში მონაწილე „მსხვერპლებს“, მათ შორის კასანდრა ვენტურას და მამაკაც სექს-მუშაკებს. ასევე კომბსის ქცევას მას შემდეგ, რაც იგი უფრო მძიმე ბრალდებებში, მათ შორის რეკეტირებასა და სექს-ტრეფიკინგში გამართლდა. 

Diddy-ს დაცვის მხარემ მოსამართლეს წარუდგინა ემოციური ვიდეო, სადაც კომბსი ნიუ-იორკის ახალგაზრდობას ესაუბრება, ქველმოქმედებაში მონაწილეობს და ყოფილი პარტნიორის, კიმ პორტერის გარდაცვალებას გლოვობს. მან ასევე დაწერა წერილი, რომელშიც მომხდარს ნანობს.

„ბოლო ცამეტ თვეში პირველად მომიწია სარკეში ასე ჩახედვა. ჩემი ტკივილი გახდა ჩემი მასწავლებელი. ჩემი სევდა იყო ჩემი მამოძრავებელი ძალა. უნდა ვაღიარო, ჩემი დაცემა ჩემი ეგოიზმის შედეგი იყო. სცენები და კადრები, სადაც კესიზე ვიძალადე, ყოველდღე მიტრიალებს გონებაში. აბსოლუტურად არასწორი იყო, რომ ხელი აღვმართე იმ ქალზე, რომელსაც ვუყვარდი. ამის გამო ბოდიშს ვიხდი და მუდამ მოვინანიებ.“

მიუხედავად იმისა, რომ Diddy თითქოს გულწრფელ სინანულს გამოთქვამს, ვენტურამ თავადაც მიმართა სასამართლოს და დააფიქსირა საკუთარი პროტესტი, რათა მსჯავრდებული ვადაზე ადრე არ გათავისუფლებულიყო. მან კომბსს „მანიპულატორი, აგრესორი, მოძალადე“ უწოდა. ამასთან, Diddy-ს მხარდაჭერა გამოუცხადეს როგორც ოჯახმა, ასევე ცნობილმა სახეებმა, მათ შორის პროდიუსერმა დალას ოსტინმა, რომელიც სასამართლო პროცესსაც დაესწრო. ასევე კომბსისადმი მხარდაჭერა ღიად გამოხატა რეპერის ყოფილმა შეყვარებულმა იანგ მაიამიმ, რომელმაც სასამართლოს წერილობით მიმართა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პარასკევის მუსიკალური სახელმძღვანელო: ახალი მუსიკა ტეილორ სვიფტის, ლუკ კომბსის, ლეონ თომასისა და სხვა ვარსკვლავებისგან

შემდეგი სტატია

TAMADA-ს ხუთი წლის იუბილე დედაენის ბარში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი