TAMADA-ს ხუთი წლის იუბილე დედაენის ბარში

3 ოქტომბერს დედაენის ბარში TAMADA-ს ხუთი წლის იუბილე აღინიშნა.

ეს არის მუსიკალური პროექტი, რომელმაც ქართულ ფოლკლორსა და თანამედროვე ელექტრონიკას შორის უნიკალური ხაზი შექმნა. საღამო იმ ადგილას გაიმართა, სადაც პროექტი დაიბადა –  პირველი საჯარო გამოსვლა TAMADA-ს სწორედ დედაენაში ჰქონდა. 

„დღეს არის ლაივი, ხუთი წელი გავიდა პირველი რელიზიდან. რეალურად ორი კვირის წინ, მაგრამ დღეს შევძელით ამის დაგეგმვა. დედაენაში, სადაც პირველი საჯარო ბზრიალი გვქონდა, ყველაზე მაგარი, რაც მახსენდება, აქ დაიწყო ეს ყველაფერი და ხუთი წლის იუბილეც სწორედ აქ გვინდოდა, აღგვენიშნა. მერჩის გაყიდვა აქამდე არც გვიცდია და დღეს ივენთზე ხალათებიც გაიყიდება,“  –  ამბობს TAMADA.

იუბილესთან ერთად ამ დღეს TAMADA-სა და ბრიტანელი ელექტონული მუსიკოსის, El Buho-ს კოლაბორაციული ტრეკი  Dandelion გამოვიდა, რომელიც თანამედროვე ქართული ფოლკლორისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზს წარმოადგენს.

„ასევე დღეს გამოვიდა სიმღერა El buho-სთან, დიდი ხანი ველოდი ამ კოლაბორაციას. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ელექტრონული მუსიკოსია და ძალიან გახარებული ვარ ცალკე ამ სიმღერის გამო, ცალკე ლაივისგან და ცალკე ლექსოს დაბადების დღეც არის, ასე რომ, ბევრი რამ ხდება. 10 დღეში მივფრინავ ამერიკაში და მაქვს ტური ნიუ-იორკში. ექვსი კონცერტი სხვადასხვა სივრცეში, მერე ევროპა და საქართველო, მერე ახალი წელიც მოვა. ახალ კლიპსაც ვამზადებ. ახლახანს გამოვიდა „სოხუმელი ბიჭი” ზურა ჯიშკარიანთან ერთად. ერთი არ გვეყო და ახალ კლიპზეც ვმუშაობთ, ჯამში კი სამი სიმღერა გვექნება ერთად,“  – ამბობს არტისტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შონ კომბსს პროსტიტუციაში ჩართვის ბრალდებით 4 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შემდეგი სტატია

Megan Thee Stallion-მა ახალი სინგლის მონაკვეთი გააზიარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი