BLACKPINK-ის წევრმა JISOO-მ  ზეინ მალიკთან დუეტი  დააანონსა

ზეინ მალიკი 27 ივლისს ნიუ იორკში ქალიშვილთან ერთად BLACKPINK-ის კონცერტზეც იმყოფებოდა
JISOO 'EYESCLOSED' teaser YG
JISOO ‘EYESCLOSED’ teaser YG

6 ოქტომბერს არტისტმა სოციალურ ქსელებში საიდუმლოებით მოცული თიზერი გამოაქვეყნა. ფოტოზე თავად არტისტი  JISOO ჩანს, უკან კი მამაკაცის სილუეტი იკვეთება. წარწერაზე კი ვკითხულობთ: „დუეტი ახლოსაა.“

მეორე პოსტში მამაკაცის სილუეტი უფრო ახლოდან ჩანს, აღწერაში კი წერია: “ორი ხმა, ერთი ორბიტა. მალე.“

იდუმალებით მოცული პარტნიორი საბოლოოდ ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი ზეინ მალიკი აღმოჩნდა.

მალიკი 27 ივლისს ნიუ იორკში, BLACKPINK-ის კონცერტზე, ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა. შოუს შემდეგ კი მუსიკოსმა აუდიტორიიდან ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით:

„@BLACKPINKOFFICIAL მადლობა. მე და ქაის ძალიან მოგვეწონა.”

მომავალი დუეტი JISOO-სთვის პირველი ახალი მუსიკალური ნამუშევარი იქნება თებერვალში გამოცემული სოლო EP-ის, Amortage-ის შემდეგ, რომელშიც შედის  სინგლები: Earthquake, Your Love და Hugs & Kisses.

ამჟამად არტისტი BLACKPINK-ის მსოფლიო ტურნე Deadline-ზე იმყოფება, რომელიც ივლისში სეულში დაიწყო და 18 ოქტომბერს ტაივანში, ქაოშიუნგში გაგრძელდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი ფილმ Kiss of the Spider Woman-ის პრემიერას დაესწრნენ

შემდეგი სტატია

50 Cent გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას, რომელშიც პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ  Diddy-ს გუნდმა შეწყალების თხოვნით მიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი