ნიკი მინაჟის თქმით, „მილიარდერი ბარბის“ ეპოქაში შედის და 2026 წლის ალბომის გამოცემის სავარაუდო თარიღსაც ამხელს

მეექვსე სტუდიური ალბომის შემდეგ მინაჟი შესაძლო ახალ ტურნეზე, დოკუმენტურ ფილმებსა და აუდიოწიგნებზეც მიანიშნებს.
ნიკი მინაჟი 2025 წლის Met Gala-ზე. 2025 წლის 5 მაისი.
MIKE COPPOLA/MG25/GETTY IMAGES

ნიკი მინაჟმა განაცხადა, რომ მის მუსიკალურ კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. რეპერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მომდევნო ალბომის გამოშვება 2026 წლის 27 მარტს იგეგმება. ეს იქნება მისი მეექვსე სტუდიური ნამუშევარი, სახელწოდებით NM6.

მინაჟმა აღნიშნა, რომ ალბომის შთაგონება თავისი ტურნეს აუდიტორიიდან მიიღო: „დაგინახეთ, გისმენდით, გიგრძენით, მიყვარხართ,“ – დაწერა არტისტმა და დაამატა, რომ სწორედ ამ ადამიანებისთვის სურს ახალი მუსიკის შექმნა. მინაჟმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი ნამუშევრით მას ყოველთვის შეუძლია, ცვლილებები გამოიწვიოს მუსიკალურ ინდუსტრიაში. მეექვსე სტუდიური ალბომის შემდეგ ის შესაძლო ახალ ტურნეზე, დოკუმენტურ ფილმებსა და აუდიოწიგნებზეც მიანიშნებს.

18 ოქტომბერს მინაჟმა სოციალურ ქსელში საკუთარი თავი მოიხსენია, როგორც „Billionaire Barbie“ („მილიარდერი ბარბი”), თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, მისი ქონება დაახლოებით 190.5 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მას ყველაზე მდიდარ ქალ რეპერად აქცევს, თუმცა მილიარდერის სტატუსამდე შორს არის. ამ პოსტის შემდეგ Billboard-მა რეპერის ოფიციალურ წარმომადგენლებს კომენტარისათვის მიმართა. 

ცოტა ხნის წინ მინაჟმა ფანებს მიანიშნა, რომ შესაძლოა, ალბომის გამოშვება გაეუქმებინა, რადგან უთანხმოება ჰქონდა Jay-Z-სთან და Roc Nation-თან. „მოდიოდნენ და მთხოვდნენ ტურნესა და ალბომზე თანხმობას, მაგრამ უარი ვთქვი,“ – დაწერა მან პოსტში. 

მინაჟის ბოლო ალბომი Pink Friday 2 2023 წლის დეკემბერში გამოვიდა და 228 000 გაყიდული ერთეულის ეკვივალენტით Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესი, სავარაუდოდ, გამოეხმაურა ჰეილი ბიბერის ბოლო კომენტარებს, რომლებიც მათ სილამაზის ბრენდებს ეხებოდა

შემდეგი სტატია

Charlie Puth LINDSAY ELLARY

ჩარლი პუტის ახალი სიმღერა Changes გულშემატკივრებმა  კვირის საყვარელ მუსიკად დაასახელეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი