Snoop Dogg-მა „ვოისში” თავისი პირველი “მოპარვის” ღილაკი გამოიყენა

დუელის რაუნდში მონაწილეებმა ლორენ დეიგლის You Say შეასრულეს.
Snoop Dogg სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში “ვოისი”
GRIFFIN NAGEL/NBC

Snoop Dogg-მა მუსიკალურ პროექტ „ვოისში” პირველად გამოიყენა ე.წ. „მოპარვის” უფლება მას შემდეგ, რაც ემოციებით დატვირთულ დუელის ტურში ნაილ ჰორანმა შემდეგ ეტაპზე კირბი გადაიყვანა. 

ჰორანმა თავისი გუნდიდან კირბი და კაროლინა როდრიგესი დააწყვილა. კონკურსანტებმა ლორენ დეიგლის გრემის მფლობელი სიმღერა You Say შეასრულეს. 

„ძალიან ლამაზი იყო,” – თქვა ჰორანმა. „ემოციური იყო, ყველაფერი იყო, რისი ნახვაც დუელის ტურში გვსურს. ყველაზე ძნელი ის არის, რომ თქვენ ორნი ძალიან კარგი მეგობრები გახდით. კირბი, შენი ხრინწი ზედა რეგისტრში ისეთი ლამაზია… ბევრ ადამიანს არ შეუძლია ეს. როგორც სნუპმა თქვა, ვეტერანივით გამოიყურებოდი. კაროლინა, ის, თუ როგორ დაიწყე სიმღერა დაბალ რეგისტრში, ძალიან შთამბეჭდავი იყო.”

საბოლოოდ ჰორანის რჩეული კირბი გახდა: „მან მომცა ის ემოცია, რომელიც ამ სიმღერისგან მინდოდა.” თუმცა სანამ კაროლინა დარბაზს და, შესაბამისად, პროექტს დატოვებდა, სნუპმა ხელი „მოპარვის” ღილაკს დააჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰორანის გუნდის ყოფილი წევრი რეპერმა საკუთარ გუნდში წაიყვანა. 

„ის, რაც კაროლინაში მომწონს, არის მისი ზრდა ბრმა კასტინგიდან დღემდე. შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე მზადაა,” – თქვა რეპერმა. 

ამავე ეპიზოდში მაქს ჩემბერსმა და აარიკ დანკანმა Just the Two of Us შეასრულეს და სნუპისგან მათ შორის არსებული ქიმიისთვის ქება დაიმსახურეს. „თქვენ ერთმანეთი შეავსეთ, ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთისთვის გეჯობნათ,” – აღნიშნა რეპერმა და გაამხილა, რომ მისი რჩეული ამ შემთხვევაში მაქსი იქნებოდა. მას ჰორანიც დაეთანხმა: „აარიკ, შენ ეს სიმღერა სულ სხვა დონეზე აიყვანე. მაქს, შენ კი სრულიად ბუნებრივი ხარ.”

დუელების ტურში სცენაზე ასევე წარდგნენ ეიდენ როსისა და ავა ნატის წყვილი, რომლებმაც ნაილ ჰორანის What a Time შეასრულეს; ლეიტონ რობინსონი და მენი კოსტელო კრის სტეპლტონის სიმღერით Think I’m in Love With You; ვინია ჩაბრა და კონრად ხალილი  სიმღერით It Takes Two და სნუპის გუნდის წევრები ემანუელ რეი და მინდი მილერი, რომლებმაც Angel From Montgomery იმღერეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Charlie Puth LINDSAY ELLARY

ჩარლი პუტის ახალი სიმღერა Changes გულშემატკივრებმა  კვირის საყვარელ მუსიკად დაასახელეს

შემდეგი სტატია

კევინ ფედერლაინის ხმაურიანად დაანონსებული მემუარების პარალელურად, ბრიტნი სპირსი საკუთარ წარსულს კიდევ ერთხელ იხსენებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი
ბრაიან ადამსი / 2022 წლის 24 სექტემბერს ტორონტოში, ონტარიო (Photo by Jeremy Chan/Getty Images) Getty Images

ბრაიან ადამსის (Everything I Do) I Do It for You-ს მუსიკალურმა ვიდეომ Youtube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი უკვე მეორედ მოხვდა YouTube-ის “მილიარდ ნახვათა კლუბში”.
მეტი