კეტი პერიმ და ჯასტინ ტრიუდომ პირველი საჯარო გამოჩენით მათი ურთიერთობა დაადასტურეს

წყვილი პირველად ერთად მომღერლის მონრეალის კონცერტის შემდეგ შენიშნეს.
ჯასტინ ტრიუდო, კეტი პერი
HARRY HOW/GETTY IMAGES; AMY SUSS

კეტი პერისა და ჯასტინ ტრიუდოს რომანი უკვე ოფიციალურია. თვეების შემდეგ, რაც ისინი ერთად შენიშნეს, 41 წლის მომღერალი და კანადის 53 წლის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პირველად გამოჩნდნენ საჯაროდ, როგორც წყვილი. 

პერიმ და ტრიუდომ მომღერლის 41 წლის იუბილე აღნიშნეს Crazy Horse Paris-ში. საღამოდან გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ წყვილი თეატრს ხელჩაკიდებული ტოვებს. 

ორი კვირის წინ, ლონდონის კონცერტის დროს, პერი ხუმრობით გამოეხმაურა მისი და ტრიუდოს რომანზე არსებულ ჭორებს. სიმღერის დროს მან შენიშნა ფანი, რომელსაც ხელში ეჭირა ბანერი წარწერით: „კეტი პერი, ცოლად გამომყვები?”

„ასე გაიგე, რომ თავისუფალი ვარ? საინტერესოა,” – მიმართა სცენიდან მომღერალმა. „იცი, ეს 48 საათის წინ უნდა გეკითხა, ახლა ცოტა გვიანია,” – იხუმრა მან. 

ამ მომენტამდე ვრცელდებოდა პაპარაცული ფოტოები, სადაც პერი და ტრიუდო ერთმანეთს იახტაზე კოცნიდნენ, ერთად სადილობდნენ პერის მონრეალის კონცერტის შემდეგ. ფანებმა ასევე დააფიქსირეს, თუ როგორ მღეროდა პოლიტიკოსი პერის ტურნეს კონცერტზე Firework-ს. 

პერის ახალი რომანი ორლანდო ბლუმთან ივლისში მის განშორებას მოსდევს. წყვილი ერთმანეთს ცხრა წლის განმავლობაში ხვდებოდა. მათ საერთო ქალიშვილი დეიზი დოუვი ჰყავთ.

რაც შეეხება ტრიუდოს, 2023 წელს ის ასევე განქორწინდა სოფი გრეგუარ ტრიუდოსთან, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰენდპენის პირველი კონცერტი თბილისში

შემდეგი სტატია

Daft Punk-ის თომას ბანგალტერი პარიზში Fred again..-თან ერთად მოულოდნელ DJ სეტზე გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი