ზურაბ ჟვანიას ფონდმა 2025 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა

„წინანდლის პრემიის“ ლაურეატები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან

ზურაბ ჟვანიას ფონდი 2025 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კუნკურსს აცხადებს.
პრემია 18-30 წლის ახალგაზრდებს შემდეგ ნომინაციებში მიენიჭებათ: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა), მხატვრული ლიტერატურა (პოეზია), მუსიკალური ხელოვნება, სახვითი ხელოვნება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები.

განცხადებები 2025 წლის წლის 6 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. განაცხადის შეტანასთან დაკავშირებული სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

„წინანდლის პრემიის“ ისტორია 1998 წლიდან იღებს სათავეს, სწორედ წინანდალში დაიბადა ამ პროექტის იდეაც, რომელიც შემდგომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულტურულ მოვლენად იქცა.

ღონისძიების პირველი დაჯილდოების ცერემონია 1999 წელს, თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, რომლის პატრონაჟითაც პრემია მრავალი წლის განმავლობაში ტარდებოდა. სწორედ მისი ხედვა და მხარდაჭერა დაედო საფუძვლად ამ ინიციატივას, რომელმაც კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების ახალგაზრდული წრეების წახალისება დაისახა მიზნად.

„წინანდლის პრემიის“ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში სპეციალურ საზეიმო ცერემონიაზე დაჯილდოვდებიან, სადაც თითოეულ ლაურეატს გადაეცემა დიპლომი, სპეციალური პრიზი და ფულადი პრემია. 

წლების განმავლობაში „წინანდლის პრემია“ არაერთი ცნობილი მწერლის, მუსიკოსის, მეცნიერისა თუ არტისტის შემოქმედებითი გზის საწყისად იქცა. „წინანდლის პრემია“ არის პლატფორმა, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი ნიჭით და შრომით საკუთარი ხმა საზოგადოებას მიაწვდინონ და თანამედროვე ქართულ კულტურულ სივრცეში კვალი დატოვონ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Cardi B 2025 წლის 9 ოქტომბერი, ჰოლივუდი, კალიფორნია. ემი სუსმენი/Getty Image

Cardi B-ის თქმით ის ახალი ალბომის გამოცემას 2026 წელს გეგმავს

შემდეგი სტატია

Sia-ს განქორწინება ბავშვის მეურვეობაზე დავაში გადაიზარდა – პოპვარსკვლავს ყოფილი ქმარი ნარკოტიკების გამოყენებაში ადანაშაულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ როსალიას სრული სიტყვა “ბილბორდის” 2026 წლის Latin Women in Music-ის დაჯილდოებაზე, სადაც ის წლის ქალად დასახელდა

„ძალიან მინდა, ადამიანებს ეშინოდეთ იმ ქალების, რომლებიც ჩემს სიმღერებს უსმენენ.”
მეტი

Billboard Pop Shop-ის პოდკასტის ახალ ეპიზოდში განიხილეს მომენტი, როცა ოსკარის დაჯილდოებაზე KPOP DEMON HUNTERS-ის გუნდს სიტყვა შეაწყვეტინეს

Billboard Pop Shop Podcast არის პლატფორმა ყველა იმ სიახლისთვის, რაც Billboard-ის ყოველკვირეულ ჩარტებში აისახება.
მეტი

2026 წლის Billboard Women in Music-ზე ტეიანა ტეილორი, ტეიტ მაკრეი, ელა ლანგლი და სხვა მუსიკოსები დაჯილდოვდებიან

ცერემონიაზე ასევე პრიზები გადაეცემათ: კეილანს, ლეივეის, Mariah the Scientist-ს, ზარა ლარსონსა და თალიას.
მეტი