Florence + The Machine ჰელოუინზე ლედი გაგას Abracadabra-ს ქავერს ასრულებს

ბენდი SiriusXM-ის The Spectrum-ის ლაივში წარდგა.
ფლორენს უელჩი
BIANCA DE VILAR/WIREIMAGE

ბენდმა Florence + The Machine ჰელოუინი SiriusXM-ის The Spectrum-ის ლაივში აღნიშნა, სადაც ლედი გაგას Abracadabra-სა და მათი ფავორიტი Which Witch-ის მიქსი შეასრულა. 

ეს გამოჩენა ერთგვარი თიზერი იყო ბენდის შემოქმედების ახალი ეტაპის – ფლორენს უელჩმა და მისმა გუნდმა მეექვსე სტუდიური ალბომი გამოსცეს, სახელწოდებით  Everybody Scream. ალბომი  31 ოქტომბერს გამოდის, რის შემდეგაც ბენდი ჩრდილოამერიკულ ტურნეს გეგმავს. 

ბენდის ვერსია სიმღერაზე Abracadabra – რომელიც ლედი გაგას ეკუთვნის და შედის მის ახალ ალბომში Mayhem – იდეალურად შეერწყა Which Witch-ს – თეატრალურ სიმღერას ბენდის ალბომის – How Big, How Blue, How Beautiful დელუქს ვერსიიდან. უელჩის ვოკალი მძლავრად ისმის გოთიკური პერკუსიისა და ძლიერი სიმების ფონზე, კომპოზიცია კი იმგვარად ვითარდება, როგორც ეს ფლორენსს სჩვევია: მისტიკური და პირველადი ემოციებით დამუხტული.

Everybody Scream ბენდის პირველი სრული ალბომია 2022 წლის Dance Fever-ის შემდეგ, რომელიც Billboard 200-ის მე-7 ადგილზე, ხოლო დიდი ბრიტანეთის ოფიციალური ალბომების ჩარტის პირველ ადგილზე გავიდა. 

უელჩის აღწერით, ახალი ალბომი წარმოადგენს ჯადოქრობის, მისტიციზმის, მაგიის, პოეზიისა და სიგიჟის არეულ სიზმარს და ეხება სიკვდილის, ხელახლა დაბადებისა და ქალის რისხვის თემებს. ეს ყველაფერი კი შთაგონებულია გადაუდებელი ქირურგიული ჩარევით, რომელიც უელჩს ექტოპიური ორსულობის შემდეგ, გასულ წელს დასჭირდა.

„რაც უფრო ახლოს მივდიოდი ახალი სიცოცხლის გაჩენასთან, მით უფრო ახლოს მივდიოდი სიკვდილთან,” – უთხრა უელჩმა The Guardian-ს და დაამატა, რომ სწორედ მისმა შემოქმედებითი რეაბილიტაციის პროცესმა განაპირობა ახალი პროექტის ემოციური ტონი.

ალბომში შედის მანამდე გამოცემული სინგლები Sympathy Magic და Spell It Out. Everybody Scream 31 ოქტომბერს Republic Records-ის ლეიბლის ქვეშ გამოდის. 

პროექტის გამოსვლის შემდეგ Florence + The Machine ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრება, სადაც 2026 წელს ტურნეს გამართავს. ტურნე მინეაპოლისში 8 აპრილს დაიწყება და მოიცავს ნიუ-იორკს, ლოს-ანჯელესს, ჩიკაგოსა და ტორონტოს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

ჰელოუინის ლეგენდარული ჰიტები – რომელია თქვენი ფავორიტი?

შემდეგი სტატია

Public Enemy-ს წევრები Flavor Flav და Chuck D 2025 წლის Shaky Knees მუსიკალური ფესტივალი. 2025 წლის 20 სექტემბერი, ატლანტა, ჯორჯიის შტატი. Terence Rushin/Getty Images

Public Enemy-მ პოლიტიკური შინაარსის ვიდეო The Hits Just Keep on Coming წარადგინა, რომელიც ისტორიულ გაკვეთილად იქცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი