კევინ ფედერლაინის წიგნის გამოსვლის შემდეგ ბრიტნი სპირსის ინსტაგრამის ანგარიში გაუქმდა

ჯერჯერობით უცნობია, რატომ გაქრა სპირსი სოციალური ქსელიდან.
ბრიტნი სპირსი
STEVE GRANITZ/WIREIMAGE

ბრიტნი სპირსის ინსტაგრამი კიდევ ერთხელ ჩაბნელდა. ფანებს, რომლებიც მომღერლის ანგარიშზე შესვლას ცდილობენ, ხვდებათ წარწერა: „ანგარიში მიუწვდომელია. შესაძლოა, ბმული გატეხილია, ან ანგარიში – გაუქმებული.”

სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, სპირსი ინსტაგრამიდან შაბათ-კვირას გაქრა – ორი კვირის შემდეგ, რაც მომღერლის ყოფილმა მეუღლემ კევინ ფედერლაინმა გამოსცა მემუარები, სახელწოდებით You Thought You Knew. წიგნში მოცემულია სკანდალური ისტორიები, რომლებშიც პოპვარსკვლავი ფიგურირებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია თავად სპირსს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მომღერალი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. პირველად მან ანგარიში 2021 წელს გააუქმა, შემდეგ 2022 წელს – ორჯერ. ბოლო წლების განმავლობაში კი მისი ინსტაგრამ გვერდი პერიოდულად ქრებოდა. 

ბოლო შემთხვევას კი წინ უძღოდა სპირსის რამდენიმე ემოციური პოსტი, რომელიც ფედერლაინის წიგნში წაყენებულ ბრალდებებს ეხებოდა: „ამ ეტაპზე ამბების მოყოლა სახალისოც კია. ეს ყოველივე შეიძლება სულელურად ჟღერდეს, მაგრამ ყველა იმ ნაგვის ფონზე, რაც კი ჩემზე ითქვა, რატომ არ შეიძლება, ამ ყველაფერს შინაარსი შევმატოთ,” – წერდა სპირსი. მანამდე მომღერალმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ყოფილ მეუღლეზე და ის „განუწყვეტელ ცეცხლის შენთებაში” დაადანაშაულა.

რამდენიმე დღით ადრე კი მომღერალმა იმ ადამიანებზე დაწერა, ვინც, მისი თქმით, მისი ტკივილით სარგებლობენ. სპირსს კონკრეტული ადამიანები არ დაუსახელებია, თუმცა, როგორც ჩანს, ის ფედერლაინთან ფინანსურ სიტუაციას გულისხმობდა: „უკვე ხუთი წელია, ბრიტნისგან ფული არ მიგიღიათ და ახლა ცდილობთ, სხვა გზით მოიპოვოთ ანაზღაურება? მთელი ამერიკა ამას ამბობს: ‘ორივემ ხომ თქვენ-თქვენი გზა განაგრძეთ, შვილებიც სრულწლოვნები არიან და ახლა უკვე სამყაროც სხვანაირია… რატომ არის ის მაინც ასეთი გაბრაზებული?!’”

People-ის ინფორმაციით, ბრიტნის ფანები მომღერლის ბოლოდროინდელი მდგომარეობის გამო წუხან. სოციალურ ქსელში ის განაგრძობდა სავიზიტო ცეკვის ვიდეოების გაზიარებასა და დაშიფრული მესიჯების წერას თავის ორ ვაჟზე – 20 წლის შონ პრესტონსა და 19 წლის ჯეიდენ ჯეიმსზე. 7 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოში კი სპირსს ორივე ხელი და მარჯვენა მუხლი შეხვეული აქვს, მკლავზე კი ნაიარევები ემჩნევა. „ჩემი მეგობრის სახლში წავიქეცი… ეს საშინელება იყო,” – დაწერა მან „ტიკტოკზე”. 

19 ოქტომბერს სპირსმა ოთხთვიანი რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2018 წელს გაიარა, როცა ჯერ კიდევ 13-წლიანი მეურვეობის ქვეშ იყო. „ნამდვილად ვიცი, რომ ფრთები წამერთვა და ტვინის დაზიანებაც დიდი ხნის წინ მივიღე… ცხოვრების ამ რთული პერიოდის შემდეგ მე, რა თქმა უნდა, სვლა განვაგრძე და ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ,” – დაწერა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის ან რა ტიპის ტვინის დაზიანება აქვს მიღებული.

ფედერლაინის მემუარები არაერთ შოკისმომგვრელ განცხადებას მოიცავს სპირსის შესახებ, მათ შორის ბრალდებას, რომ ის ორსულობისას ალკოჰოლს, ხოლო ლაქტაციის დროს ნარკოტიკს მოიხმარდა. 

სპირსის გუნდი წიგნიდან გაჟონილ ინფორმაციას ჯერ კიდევ მის გამოქვეყნებამდე გამოეხმაურა: „ფედერლაინი და სხვები კიდევ ერთხელ ცდილობენ ბრიტნისგან სარგებლის მიღებას და, სამწუხაროდ, ეს სწორედ მას შემდეგ მოხდა, რაც კევინზე ბავშვების მიმართ დაკისრებული ფინანსური პასუხისგმებლობა დასრულდა. ერთადერთი, რაც ახლა ბრიტნის აინტერესებს, მისი შვილები შონ პრესტონი და ჯეიდენ ჯეიმსი არიან და მათი კეთილდღეობა ამ სენსაციურობის ფონზე. მან საკუთარი გამოცდილება უკვე დეტალურად გააზიარა თავის მემუარებში.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

შემდეგი სტატია

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი არტისტი „ბილბორდის” ჩარტში მოხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი