T(ბ)BILISMA – ზურა ჯიშკარიანის (DillaNext) ახალი მუსიკალური ნამუშევარი  

კომპოზიცია თბილისს ეძღვნება და კლიპში ნაჩვენები ვიდეოფრაგმენტებიც ქალაქის ურბანულ გარემოს ასახავს.
DillaNext – T(ბ)BILISMA

ზურა ჯიშკარიანი მწერალი, მუსიკოსი და მულტიმედია არტისტია, რომელიც მუსიკალურ სცენაზე ასევე ცნობილია ფსევდონიმით DillaNext. ქართველი მსმენელი მას არაერთი პროექტიდან იცნობს, მათ შორის არის Kung-Fu Junkie, რომელიც 2007 წელს ჩამოყალიბდა და ათი წლის განმავლობაში ქმნიდა ჟღერადობას, სადაც პანკი, ელექტრონული მუსიკა და ექსპერიმენტული პოეზია ერთმანეთს ერწყმოდა. 

17 ნოემბერს DillaNext-მა ახალი სინგლი – T(ბ)BILISMA – გამოუშვა. არტისტმა ნამუშევარი მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად წარადგინა. კომპოზიცია თბილისს ეძღვნება და კლიპში ნაჩვენები ვიდეოფრაგმენტებიც ქალაქის ურბანულ გარემოს ასახავს. გამოყენებული კადრების უმეტესობა თავად ზურა ჯიშკარიანის გადაღებულია.

იხილეთ ნამუშევრის კრედიტები: 

არტისტი – DillaNext

ინსტრუმენტალი – Pache Prod

მასტერინგი – Bobby Kensei, DillaNext

მონტაჟის რეჟისურა – DillaNext

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

NFL-ის მადლიერების დღისადმი მიძღვნილი შოუს მთავარი ჰედლაინერები Post Malone, ჯეკ უაიტი და Lil Jon არიან

შემდეგი სტატია

„დისნეი” „მოანას” კინოეკრანიზაციის ტრეილერს და მთავარი როლის შემსრულებლის პირველ კადრებს აქვეყნებს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი