Kordz-მა თამრიკო კორძაიასთან ერთად ჩაწერილი ალბომიდან პირველი ტრეკი გააზიარა

ალბომზე არტისტები უკვე ერთ წელიწადზე მეტია მუშაობენ.
Kordz, თამრიკო კორძაია
Find Me

„FIND ME“ – ასე ჰქვია ტრეკს Kordz-ისა და თამრიკო კორძაიას კოლაბორაციული ალბომიდან. ეს პირველი კომპოზიციაა, რომელიც მუსიკოსებმა მსმენელს დაანონსებული ალბომიდან გაუზიარეს.

ხელოვანი დედა-შვილის, ალექსანდრე კორძაიას (Kordz) და თამრიკო კორძაიას ერთობლივი ალბომი მათი პირადი ჩანაწერია, რომელზეც არტისტები უკვე ერთ წელიწადზე მეტია, მუშაობენ.

სოლო ფორტეპიანოსთვის შექმნილ ექსპერიმენტულ ნაწარმოებს თამრიკო კორძაია გაუმართავ ინსტრუმენტზე, ციურიხის პატარა სტუდიაში ასრულებს.

„ყოველთვე გამოვუშვებთ თითო ტრეკს, სანამ ალბომი სრულად გამოვა. ეს იქნება მოგზაურობა ნაწარმოებების ნოტებით, ჩვენი და ჩვენი მეგობრების ვიდეოებით და სხვა,” – წერს Kordz ოფიციალურ პოსტში.

ალბომი Prrrrrrr Records-თან თანამშრომლობით შეიქმნა.

მოუსმინეთ კომპოზიციას – „FIND ME“:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მეფის დღე 2025

შემდეგი სტატია

Tatuza Jazz Club-ის სცენას რობ კლირფილდის კვარტეტის შემდეგ ნოდარიკო ხუციშვილის კვინტეტი პირველად დაიკავებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კოლუმბიის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სკოლების აღსადგენად შაკირა 1.25 მილიონ დოლარს გამოყოფს

ჩოკოს რეგიონის სკოლების აღსადგენად მომღერალი Global Citizen-თან, Live Nation-სა და CAF-თან გაერთიანდა.
მეტი