Mary Um-ის ახალი სიმღერა და მუსიკალური კლიპი – Game Over

„ლირიკაში ხაზს ვუსვამ ყველა იმ ფაქტს და დეტალს, რამაც არ დამიტოვა სიჩუმის უფლება, როგორც რიგით მოქალაქეს და არტისტს.“
Mary Um - Game Over (Official Music Video)
Mary Um – Game Over (Official Music Video)

ქართველმა არტისტმა მარიამ აბდუშელიშვილმა სასცენო სახელით –  Mary Um  ახალი სიმღერა – Game Over წარადგინა, რომლის ინსპირაციაც საქართველოში და მსოფლიოში  მიმდინარე მოვლენებია. არტისტის თქმით, სიმღერა ხალხს ეძღვნება, რომელიც დაუსრულებელი რეპრესიების მიუხედავად, დღემდე უკეთესი მომავლისთვის იბრძვის და რისკავს საკუთარ თავისუფლებასა და სიცოცხლეს.

Mary Um – მომღერალი:

„სიმღერის ინსპირაცია წამოვიდა საქართველოში და არა მარტო აქ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ერთ-ერთი აქციიდან შინ დაბრუნებისას მივხვდი, რომ რაღაც უნდა დამეწერა, მეთქვა. სიმღერა რეალურად ხალხს ეძღვნება, რომელიც დაუსრულებელი რეპრესიების მიუხედავად, დღემდე ცდილობს უკეთესი მომავლისთვის იბრძოლოს და ამით რისკავს საკუთარ თავისუფლებასა და სიცოცხლეს. სიმღერა  თავისთავად გაბრაზებული ტონით იწყება, შემდეგ კი ისმის ფრაზები, სადაც ხალხს ერთობისკენ, ჰუმანურობისკენ და თავიანთ თავთან დაბრუნებისკენ მოვუწოდებ.  ლირიკაში ხაზს ვუსვამ ყველა იმ ფაქტს და დეტალს, რამაც არ დამიტოვა სიჩუმის უფლება, როგორც რიგით მოქალაქეს და არტისტს.

აღსანიშნავია, რომ მელოდია, ტექსტი და ფროდაქშენი სრულად თავად არტისტის, Mary Um-ის შექმნილია, მიქსინგსა და მასტერინგზე მურკა ლალუაშვილი მუშაობდა. ვიდეოკლიპის რეჟისურა და მონტაჟი გვანცა ჯიშკარიანს ეკუთვნის,   კამერამენი კი გიორგი ბერძენიშვილი იყო.  

„კლიპის გადაღების სურვილი იყო, მაგრამ ვერ განხორციელდა, სანამ გვანცა (ჯიშკარიანს) არ მოვასმენინე. დიდი ხანია, ვიცნობ და მისგან ყოველთვის უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი ჩემი საავტორო და ზოგადად, ახალი მუსიკის მიმართ. გვანცა პირველად Sofar Tbilisi-დან დამიკავშირდა, მერე იყო კოლაბორაცია „უსმინესთანაც“. კლიპი ორ დღეში გადავიღეთ. კამერაზე გიორგი ბერძენიშვილი მუშაობდა, რეჟისურა და მონტაჟი გვანცას ეკუთვნის.

რელიზი სიმბოლურად 28 ნოემბერს დავამთხვიეთ. ახლო მომავალშიც ბევრ პროექტს ვგეგმავთ ერთად. მიხარია და მადლიერი ვარ, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, ვინც სინათლის და სიმართლის გამოხატვისთვის ზურგს გიმაგრებენ ისეთ სამყაროში, სადაც ხშირად შეიძლება თავი მარტოდ და უძლურად იგრძნო. სიმღერას და კლიპს უამრავი დადებითი გამოხმაურებაც აქვს, რაც დიდი სტიმულია ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს, გამბედავი ნაბიჯები გადადგას კრეატიულ პროცესებში.” – აღნიშნავს Mary Um Billboard საქართველოსთან საუბარში.

მოუსმინეთ და ნახეთ Mary Um-ის სიმღერა და ვიდეოკლიპი: Game Over:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Heima Production

Heima Production-ი The One Club for Creativity-ის 2025 წლის გლობალური რეიტინგების მუსიკისა და ხმის დიზაინის კატეგორიების ათეულშია

შემდეგი სტატია

გიორგი მიქაძე ახალ ალბომს გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი