რომელია დონა სამერის ავტორობით შექმნილი თქვენი საყვარელი სიმღერა?

სამერი Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში შესული 14 სიმღერიდან 9-ის ავტორი ან თანაავტორია.
დონა სამერი 1976 წელს
KEYSTONE/GI

ყველამ იცის, რომ დონა სამერს გასაოცარი ხმა ჰქონდა, მაგრამ ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ ის თავადვე იყო საკუთარი ჰიტების ავტორი ან თანაავტორი. 15 დეკემბერს სამერმა, როგორც იქნა, ამ მხრივაც მიიღო სათანადო აღიარება და გარდაცვალების შემდეგ კომპოზიტორების დიდების დარბაზში შევიდა. 

გავრცელებულ განცხადებაში სამერის ქვრივი ბრიუს სუდანო ამბობს: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დონასთვის. იმ ბევრ ტიტულთან ერთად, რაც კარიერის განმავლობაში მიუღია, მისი კომპოზიტორის რანგში აღიარება იყო ის, რაზეც მუდმივად ჰქონდა განცდა, რომ უგულებელყოფილი იყო. ამიტომ ახლა, როცა ის კომპოზიტორების დიდების დარბაზში შეიყვანეს, ვიცი, რომ ძალიან ბედნიერია… იქ, სადღაც.”

სამერი არის ავტორი ან თანაავტორი მისი 14-დან 9 ჰიტისა, რომელიც Billboard Hot 100-შია შესული. ისაა ერთადერთი ავტორი სიმღერისა Dim All the Lights და თანაავტორი დანარჩენი რვა ჰიტის: Love to Love You Baby, I Feel Love, Heaven Knows, Bad Girls, On the Radio, The Wanderer, She Works Hard for the Money და This Time I Know It’s for Real.

Hot 100-ში შესული ჯამში 32 სიმღერიდან, 18 სამერის ავტორობით ან თანაავტორობითაა შექმნილი. „ბილბორდი” გამოკითხვას ატარებს, თუ რომელი მათგანია მსმენელის ფავორიტი. შეგიძლიათ ხმა მისცეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lizzo-ს წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების ბრალდებები სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო

შემდეგი სტატია

მარიო ბრუნელოს კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი
ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი