პრისცილა პრესლი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება

პრისცილას ადვოკატებმა, მარტი სინგერმა და უეინ ჰარმანმა ბრალდებებს შეურაცხმყოფელი უწოდეს.

პრისცილა პრესლი გამოეხმაურა ბრალდებას, რაც მის ყოფილ ბიზნესმრჩეველებთან, ბრიჯით კრუზესა და ქევინ ფიალკოსთან მიმდინარე სასამართლო პროცესს ეხება. მათ განაცხადეს, რომ რაილი კიო, ელვის პრესლის შვილიშვილი, სავარაუდოდ, ჯონ ტრავოლტას ვაჟის ბიოლოგიური დედაა.

სავარაუდო მტკიცებულებები, რომლებიც Billboard-მა გამოითხოვა, აჩვენებს, რომ ბრალდებები 2024 წლის თებერვალში დაიწყო, როცა კრუზემ და ფიალკომ პრისცილა პრესლის წინააღმდეგ ბიზნესქმედების გამო სარჩელი შეიტანეს. მათ აღნიშნეს, რომ რომ ჯონ ტრავოლტამ და მისმა განსვენებულმა მეუღლემ, კელი პრესტონმა, რაილი კიოს კვერცხუჯრედები გამოიყენეს შვილის ჩასასახად. კრუზეზ და ფალკოს მტკიცებით, ამის სანაცვლოდ, რაილის 20,000 დოლარი გადაუხადეს და ძველი „იაგუარის“ მოდელის ავტომობილი აჩუქეს.

დოკუმენტების მიხედვით, მანამდე ტრავოლტა და პრესტონი იყენებდნენ ელვისისა და პრისცილას გარდაცვლილი ქალიშვილის, ლისა მარი პრესლის (კიოს დედის) კვერცხუჯრედებს იყენებდნენ. ინფორმაციის წყაროდ დასახელებულია ლიზა მარის ყოფილი ქმარი, მაიკლ ლოკვუდი.

Billboard კომენტარისთვის პრესლის, კიოსა და ტრავოლტას წარმომადგენლებს, ასევე ლოქვუდს დაუკავშირდა .

პრისცილას ადვოკატები, მარტი სინგერი და უეინ ჰარმანი ამ ბრალდებებს „აღმაშფოთებელს“ და „სამარცხვინოს“ უწოდებენ. მათი თქმით, ამ აბსურდულ განცხადებებს რეალურ ბიზნეს-დავასთან კავშირი არ აქვს და ამაზე პასუხს სასამართლოში გასცემენ.

ბრალდების მხარის ადვოკატებმა TMZ-სთან განაცხადეს, რომ მათ კლიენტებს „გული შესტკივათ“, რადგან იძულებულნი გახდნენ, ეს ინფორმაცია საკუთარი თავის დასაცავად გაესაჯაროებინათ, რადგან მათ მანამდე შემაშფოთებელ და აბსურდულ ქმედებებში დასდეს ბრალი.

სასამართლო დოკუმენტებში გამოქვეყნებული განცხადებები მხოლოდ ერთი მხარის ბრალდებებია. კრუზე და ფიალკო სარჩელს 2024 წლიდან ეტაპობრივად სკანდალურ ბრალდებებს უმატებენ.

ბიზნეს-პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ პრისცილა პრესლიმ ისინი საქმეს უსამართლოდ ჩამოაშორა. მათი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათ პრისცილა „გარდაუვალი ფინანსური კრახისგან“ იხსნეს. 2024 წლის ივლისში პრისცილამ საპასუხო სარჩელი შეიტანა, ბრალდებით, რომ კრუზე და ფიალკო „განზრახ დაგეგმილ სქემას“ მიჰყვებოდნენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

21 Savage-მა Future-ს საჯარო ბოდიში მოუხადა

შემდეგი სტატია

ტიმოთე შალამე და EsDeeKid ერთობლივ ვიდეოკლიპში გამოჩნდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი