Post Malone ახალ ალბომს 3 ივნისს გამოუშვებს

ფოტო: Eric Ryan Anderson/Billboard

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, ოსტინ რიჩარდ პოსტის, იგივე Post Malone-ის რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი Twelve Carat Toothache სამ ივნისს ჩაეშვება გაყიდვაში. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფოსთ მელოუნმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ბოლო სტუდიური ნამუშევარი Hollywood’s Bleeding მუსიკოსმა 2019 წელს გამოუშვა. ახალი ჩანაწერი კი მისმა მენეჯერმა მიმდინარე წლის მარტში დააანონსა. თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რომ ალბომში The Weeknd-თან თანამშრომლობით შექმნილი სინგლი One Right Now იქნება წარმოდგენილი, რომელიც ფოსთმა ექვსი თვის წინ გაავრცელა.

შემსრულებელთან ინტერვიუ ჟურნალმა “ბილბორდმა” იუტაში, მის სახლში ჩაწერა. როგორც მუსიკოსმა გაამხილა, ალბომში დოჟა ქეთი, როდი რიჩი და Fleet Foxes-ის რობინ პეკნოლდი მიიღებენ მონაწილეობას. 

“მგონია, რომ ეს ჩანაწერი ცოცხალია. აქვს გრძნობები და ემოციები. ის ემსახურება მიზანს, რომ აჩვენოს, თუ ვინ ვარ მე”, – თქვა არტისტმა.

ოსტინ რიჩარდ პოსტმა მუსიკალური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ფსევდონიმი Post Malone მას რეპერის სახელის ონლაინ გენერატორმა შესთავაზა. არტისტისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა 2015 წლის ჰიტი White Iverson, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მე-14 ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ მან გავლენიან ლეიბლ Republic Records-თან გააფორმა კონტრაქტი. 2016 წელს შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი Stoney გამოუშვა, რომელშიც ბრილიანტის სტატუსის მქონე სინგლი Congratulations შევიდა. ფოსთის მომდევნო ორმა სტუდიურმა ჩანაწერმა Beerbongs & Bentleys და Hollywood’s Bleeding ჩარტ Billboard 200-ში პირველი ადგილი დაიმსახურა. არტისტს დღემდე მსოფლიოში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მისი შემოქმედება პოპის, ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის სინთეზია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Pusha T კლიპს Call My Bluff ავრცელებს

შემდეგი სტატია

Lizzo-მ დაბადების დღეზე ინსტაგრამზე თაყვანისმცემლებს მიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი