Diddy-ს შვილები – ჯასტინ და კინგ კომბსები 2026 წელს დაანონსებულ დოკუმენტურ სერიალში მამის სასამართლო პროცესზე ისაუბრებენ: ნახეთ ტრეილერი

Zeus Network-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლემუელ პლამერის თქმით, დოკუმენტური სერიალის მიზანი არა Diddy-ს მხარდაჭერა, არამედ ჯასტინისა და კრისტიან კომბსებისთვის საკუთარი ისტორიის მოყოლის შესაძლებლობის მიცემაა.
Diddy
MEGA/GC IMAGES/GETTY IMAGES

Diddy-ს ვაჟები – ჯასტინი და კრისტიან კინგ კომბსი მზად არიან, საჯაროდ ისაუბრონ მამის სასამართლო პროცესსა და მედიის ხმაურზე, რომელიც Diddy-ს გარშემო გაჩნდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს კესიმ მის წინააღმდეგ გახმაურებული სარჩელი შეიტანა. საქმე სასამართლოს გარეშე მოგვარდა სარჩელის შეტანიდან მხოლოდ ერთ დღეში, თუმცა სწორედ ამ ეპიზოდმა დაუდო საფუძველი რეპერის ირგვლივ შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

ძმები კომბსები 28 დეკემბერს დაანონსებულ, ამ ეტაპზე უსათაურო დოკუმენტური სერიალის  ტრეილერში გამოჩნდნენ. ვიდეოში ჯასტინი და კინგი სახლის კინოთეატრში სხედან, ფონზე აუდიოფრაგმენტები ისმის და ეკრანზე ჩნდება მედიის მასალები. ტრეილერი მთავრდება სცენით, სადაც ვაჟები ცდილობენ, შონ კომბსს სატელეფონო ზარით დაუკავშირდნენ, როდესაც ის პატიმრობაში იმყოფება.

ტრეილერში რამდენჯერმე ჩნდება ფრაზები: „ოჯახი“, „ჩვენი ხმა“, „ერთგულება“, „ღალატი“, „სიმართლე“ და „ტყუილი“. სერიალის პრემიერა 2026 წელს Zeus Network-ზე არის დაგეგმილი. პლატფორმის დირექტორმა, ლემუელ პლამერმა, ინსტაგრამის კომენტარში განმარტა, რომ პროექტის მიზანი არა შონ კომბსის მხარდაჭერა, არამედ მისი ვაჟებისთვის საკუთარი ისტორიის მოყოლის საშუალების მიცემაა.

„გასაგებად რომ ვთქვა, ეს დოკუმენტური სერიალი ჯასტინსა და კრისტიანს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ამბავი გააზიარონ,“ – დაწერა პლამერმა. „ჩვენ არ ვუჭერთ მხარს Diddy-ს ან რომელიმე სხვა პირის ქმედებებს. გვჯერა, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ პლატფორმა საკუთარი გამოცდილების მოყოლისთვის, ზუსტად ისე, როგორც ამას დოკუმენტურ სივრცეში მოქმედი ნებისმიერი მედია აკეთებს. ჩვენ უბრალოდ ვქმნით შესაძლებლობას, ეს ისტორიები ითქვას და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი არსი.“

კომბსის შვიდი შვილი მამის დაკავების შემდეგ საჯაროდ იშვიათად საუბრობდა. წელს კინგ კომბსმა Ye-სთან ( კანიე ვესტი) ერთად გამოუშვა Never Stop EP, რომელიც ორივე მშობელს მიუძღვნა – გარდაცვლილ კიმ პორტერს და Diddy-ს.

Diddy-ს ოქტომბერში 50-თვიანი სასჯელი მიესაჯა. ის დამნაშავედ არ ცნეს უფრო მძიმე ბრალდებებში, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულსა და სექსუალურ ტრეფიკინგში, თუმცა ბრალი დაუდასტურდა პროსტიტუციასთან დაკავშირებული ფედერალური კანონების დარღვევაში.

Zeus Network-ის დოკუმენტური სერიალი დაანონსდა მალევე, მას შემდეგ, რაც დეკემბრის დასაწყისში Netflix-ზე 50 Cent-ის პროექტის – Sean Combs: The Reckoning-ის პრემიერა შედგა.

50 Cent კომბსების სერიალის ტრეილერს ინსტაგრამზე მალევე გამოეხმაურა: „WOW, მინდა ვნახო ეს შოუ. არ ვიცი, კარგი იდეა იყო თუ – არა,“ – დაწერა მან. 

Billboard-მა Diddy-ს წარმომადგენლებს კომენტარისთვის მიმართა.

ნახეთ დოკუმენტური სერიალის ტრეილერი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Baby Shark და გოჭი პეპა ერთობლივი საცეკვაო რემიქსს გამოსცემენ

შემდეგი სტატია

დუა ლიპა საქმროსთან ერთად გადაღებულ საშობაო ფოტოებს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი