Mebo Renard -ის ახალი მუსიკალური რელიზი – „რამდენს“

„ამ კონკრეტულ სიმღერას ორი მთავარი სათქმელი აქვს: ყველას გვჭირდება ის ერთი შანსი; ჩვენ ყველანი თვითონ ვწერთ და ვქმნით ჩვენს ამბებსა და მოგონებებს.“
Mebo Renard - Ramdens • რამდენს (Official Music Video) © ლევან ბაბუციძე
Mebo Renard – Ramdens • რამდენს (Official Music Video) © ლევან ბაბუციძე

მუსიკოსმა მებო ნუცუბიძემ, სასცენო სახელით Mebo Renard,  მუსიკალური პაუზის შემდეგ ახალი ნამუშევარი, სახელწოდებით „რამდენს” გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ Mebo Renard სცენაზე აქტიურად არ ჩანდა, კულისებს მიღმა ის აქტიურად მუშაობდა. Heima Production – რომლის თანადამფუძნებელიც მებოა, The One Club for Creativity-ს 2025 წლის გლობალური რეიტინგების მუსიკისა და ხმის დიზაინის კატეგორიების ათეულში მოხვდა.

„ბოლო რამდენიმე წელია, სტუდიურ მუშაობაზე გადავერთე, ძირითადად სხვა მუსიკოსების პროდიუსინგით და პროექტებისთვის მუსიკის წერით ვიყავი და ვარ დაკავებული. წელს აქტიური გეგმით ვბრუნდები: ძალიან ბევრი ახალი სიმღერა, ვიდეოები, ლაივ სესიები და რაც მთავარია – უკვე გაზაფხულიდან კონცერტები მაქვს დაგეგმილი.” – აღნიშნავს მებო ნუცუბიძე Billboard საქართველოსთან საუბარში.

მებო ნუცუბიძე – მუსიკოსი:

„ამ პერიოდში, როცა საკუთარ მუსიკაზე არ ვმუშაობდი, მაინც ამ სფეროში ვიყავი, შესაბამისად, მთელი ეს თითქმის 10 წლიანი პაუზა საბოლოოდ ძალიან კარგად აისახა ჩემს შემოქმედებაზე: იმდენი ახალი იდეა დაგროვდა და სიმღერები დაიწერა, რომ უკვე ალბომის მასალა მზად მაქვს.

 ამ კონკრეტულ სიმღერას ორი მთავარი სათქმელი აქვს:

– ყველას გვჭირდება ის ერთი შანსი.

– ჩვენ ყველანი თვითონ ვწერთ და ვქმნით ჩვენს ამბებსა და მოგონებებს.

Mebo Renard-ის ახალ სიმღერას „რამდენს“ თან ახლავს საინტერესო კონცეფციის ვიზუალური მასალაც, რომელზეც ლევან ბაბუციძემ იმუშავა, მისი შექმნილია ასევე Spotify-ის ქავერ არტიც. 

„ვიდეოს იდეაზე, თვითონ ვიდეოზე და ასევე Spotify-ს ქავერ-არტზეც ჩემმა უნიჭიერესმა მეგობარმა – ლევან ბაბუციძემ იმუშავა. მასთან ერთად წინ კიდევ ბევრი კარგი ამბავია დაგეგმილი და ლევანის სახელს არაერთხელ გაიგებთ სულ უფრო და უფრო მაგარი პროექტებით.  მუსიკის პროდიუსინგში დამეხმარა ლევან სიდიანი, ძალიან კარგი მუსიკოსი და რა თქმა უნდა, ჩემი მუსიკა წარმოუდგენელია ბეთხოს გარეშე: პროდიუსინგი, მიქსინგი, მასტერინგი – ბეთხოს ხელში ყველაფერი ასე კარგად და ემოციურად ჟღერს.” – მებო ნუცუბიძე.

ახალი რელიზი Mebo Renard-ისთვის შემოქმედებითი გზის ახალი ეტაპია. მუსიკოსი უახლოეს პერიოდში მსმენელს მისი შემოქმედების უფრო ინტენსიურად გაზიარებას ჰპირდება.

მოისმინეთ Mebo Renard-ის ახალი მუსიკალური ნამუშევარი „რამდენს“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ბოლო გადასხმა” – თამადა ფილმ „ლირიკას” საუნდტრეკს აზიარებს

შემდეგი სტატია

Jimin, J-Hope, Jin, Jung Kook, RM, Suga და V ( BTS) გრემის 64-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2022 წლის აპრილი, ლას-ვეგასი. კევინ მაზური/Getty Images The Recording Academy

BTS მასშტაბურ გლობალურ ტურნეს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი