კორძი ახალ კომპოზიციასა და ვიდეოკლიპს აზიარებს

სინგლი მუსიკოსისა და მისი დედის, თამრიკო კორძაიას ერთობლივ ალბომში შევა.

კორძი ახალ სინგლს აზიარებს, სახელწოდებით Family Love part 2. კომპოზიციაში მონაწილეობს მუსიკოსის დედა, პიანისტი თამარ კორძაია. ნაწარმოები შევა დედა-შვილის ერთობლივ ალბომში Find Me.

კომპოზიციას თან ახლავს მუსიკალური ვიდეოც, რომლის რეჟისორი ზაზა რუსაძეა. კლიპში წარმოდგენილია საარქივო მასალა და თანამედროვე კადრები, რომლებიც ძირითადად სატელევიზიო მედიის მუშაობასა და სამოქალაქო აქტივიზმს ასახავს.

„ძნელია, გაარჩიო, საქართველოს დღევანდელობა დროს აცდენილ კომპიუტერულ თამაშს უფრო ჰგავს თუ ზომბების შემოსევაზე გადაღებულ საშინელებათა ფილმს. თბილისის ქუჩებში მოძალადე რობოკოპები მშვიდობიან დემონსტრანტებს არბევენ; მიზნად დაუსახავთ შიშით დაგვაბრუნონ იმ ქვეყანაში, რომელიც უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობს. მკვდარი წარსული კი ჯერ კიდევ ცოცხალია – მეხსიერებაში და ტელევიზორის ეკრანებზე,” – წერს მუსიკოსი სოციარულ ქსელში.

Family Love part 2 მუსიკოსი დედა-შვილის მომავალი ალბომის რიგით მესამე კომპოზიციაა. ჩანაწერის სინგლების გამოქვეყნება მუსიკოსებმა დეკემბერში დაიწყეს.

„ყოველთვე გამოვუშვებთ თითო ტრეკს, სანამ ალბომი სრულად არ გამოვა. ეს იქნება მოგზაურობა ნაწარმოებების ნოტებით, ჩვენი და ჩვენი მეგობრების ვიდეოებით და სხვა,” – წერს კორძი ალბომის შესახებ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

A$AP Rocky-ს თქმით, 2029 წელს ნიუ-იორკის მერის პოსტზე კენჭისყრას განიხილავს

შემდეგი სტატია

Tyler The Creator 2025 წლის 16 დეკემბერი Theo Wargo/Getty Images

Tyler, the Creator 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი

„მუსიკას აქვს უნარი, შეეხოს ადამიანს ყველაზე პირადულ, სიღრმისეულ დონეზე” – ინტერვიუ Moby-სთან

სცენაზე ასვლის წინ „Billboard საქართველო” Moby-ს კულისებში შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა მუსიკის როლზე, ინდუსტრიის თავისებურებებზე, მუსიკის მომავალსა და აქტივიზმზე ისაუბრა.
მეტი
Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ - Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
მეტი
NixNoies - GONE © yar_rosenpictures

NixNoies-ის მეორე საავტორო ალბომი – GONE

„საბოლოო ჯამში ამ ალბომზე მუშაობამ უფრო მეტად დამაახლოვა ჩემს თავთან, მამყოფა ეიფორიაში, გამაცინა, მატირა, გამომცადა და შემარიგა იმ ფიქრებთან და წარმოსახვებთან, რომლებსაც გავურბოდი ხოლმე. მივხვდი, რომ უხერხული არაფერია და რომ უკვე ყველაფერი ითქვა.“
მეტი