სიყვარულის დღე წინანდლის მამულში

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში უტა ბექაიას ინსტალაცია დაგხვდებათ.

წინანდლის მამული სიყვარულის დღეს მუსიკალური საღამოთი აღნიშნავს. 14 თებერვალს „რედისონ ქოლექშენი” კატო კვარაცხელიასა და ლუკა თოფურიას კონცერტს უმასპინძლებს, რის შემდეგაც მსმენელის წინაშე Bonjourlan წარდგება. 

პარალელურად, წინანდლის მუზეუმში კვლავ ხელმისაწვდომია უტა ბექაიას ინსტალაცია, რომელიც ხელოვანმა ზამთრის პერიოდსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენას – ზამთრის მზებუდობას მიუძღვნა. 

ინსტალაცია წინანდლის მამულში დეკემბრის თვეში გაიხსნა. დამთვალიერებელს მისი ნახვა თებერვლის ბოლომდე შეეძლება. 

უტა ბექაია მულტიმედია არტისტია, რომელიც თბილისსა და ნიუ-იორკში საქმიანობს. მისი შემოქმედების ცენტრალური იდეა წინაპართა რიტუალების ერთგვარი გაცოცხლება და მათი ქვიარ, უტოპიურ მომავალში ხელახალი ინტერპრეტაციით წარმოდგენაა. ტრადიციული ხელოვნების შთაგონებით, ის ქმნის სკულპტურებს, კერამიკულ ნამუშევრებს, ტექსტილსა და ობიექტებს, რომლებსაც ინსტალაციებში, ფილმებსა და ცოცხალ პერფორმანსებში იყენებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Moby Lindsay Hicks

Moby ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება

შემდეგი სტატია

All The Things – Meme მოკლემეტრაჟიან მუსიკალურ ფილმს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი