პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, ამერიკელი მომღერლის, ევერი ანას კომპოზიცია Narcissist შეასრულა.
• ნახეთ: კელი კლარკსონმა Radiohead-ის Exit Music (For a Film) იმღერა
აღსანიშნავია, რომ კლარკსონმა ახლახან თავის ყოფილ ქმართან და შვილების მამასთან, ბრენდონ ბლექსთოქთან განქორწინების პროცესი დაასრულა. კელიმ შესაბამისი მოთხოვნით სასამართლოს 2020 წელს მიმართა და მიზეზად შეუთავსებლობა დაასახელა. ის ბრენდონზე 7 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული.
კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.