ჰილარი დაფმა ათწლიანი მუსიკალური პაუზა ალბომ Luck… or Something-ით დაასრულა

Luck… or Something ჰილარი დაფის მეექვსე სტუდიური ალბომია და პირველი ნამუშევარი მას შემდეგ, რაც 2015 წლის ივნისში, თითქმის 11 წლის წინ, Breathe In. Breathe Out გამოვიდა.
ჰილარი დაფი ALFRED MARROQUIN
ჰილარი დაფი
ALFRED MARROQUIN

არტისტების პროექტებს შორის პაუზები ბუნებრივად ჩნდება, თუმცა ჰილარი დაფის ახალი ალბომისთვის ლოდინი ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ Luck… or Something-ის გამოსვლით დასრულდა. 

ახალი ჩანაწერი მომღერლის მეექვსე სტუდიური ალბომი და პირველი ნამუშევარია Atlantic Records-თან თანამშრომლობით. პროექტი 11 სიმღერას მოიცავს, მათ შორის უკვე გამოცემულ Mature-სა და Roommates-ს. როგორც ამბობენ, ალბომი დედობრივი გრძნობით, ქორწინებით და საკუთარი თავის  აღმოჩენით არის შთაგონებული.

ჰილარი დაფი აღნიშნავს: „მუდმივად არსებობს კითხვა – შეუძლიათ თუ არა ქალებს, ყველაფერს ერთდროულად გაუმკლავდნენ. ამ პროცესში მივხვდი, რომ ზოგიერთი რამ უნდა დამეთმო, რათა პრიორიტეტი ალბომზე მუშაობა ყოფილიყო. რაც არ უნდა რთული იყოს, მაინც მჯერა, რომ ზოგჯერ საკუთარი თავის არჩევა და იმის კეთება, რაც ძალიან გაშინებს, სრულიად ნორმალურია. ამდენი წლის შემდეგ ალბომის შესაქმნელად დროის გამოყოფა ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი ძალის მომცემი აღმოჩნდა და ახლა მოუთმენლად ველი მსოფლიოსთვის მის გაზიარებას.“

მრავალგზის პლატინის მფლობელმა მომღერალმა, მსახიობმა და სიმღერების თანაავტორმა ახალი ჩანაწერი მისი მეუღლის, მათეო კომას  (Britney Spears, P!nk)  და ბრაიან ფილიპსის  (Alec Benjamin, blink-182) პროდიუსერობით შექმნა.  თავად ალბომი ჰილარი დაფის ცხოვრების ერთგვარი ანარეკლია. 

„მუდმივად მეკითხებიან, როგორ შევინარჩუნე საღი აზრი ამ ინდუსტრიაში გაზრდის შემდეგ,“  – ამბობს ჰილარი დაფი ახალი პროექტის შესახებ.  „ალბომის სათაური ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხია. ის ნათლად აჩვენებს იმას, თუ სად მოვედი და რა  გზის გავლა მომიწია.” 

ჰილარი დაფი ალბომის მხარდასაჭერად თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, პირველად გამართავს სრულმასშტაბიან მსოფლიო ტურნეს. კონცერტები  აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გაიმართება.  ტურნე 21-22 ივნისს ფლორიდაში, ვესტ პალმ ბიჩში,  ორი კონცერტით დაიწყება და 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.hilaryduff.com/live

ამჟამად ჰილარი დაფს Billboard 200-ის ჩარტში ზედიზედ ხუთი ტოპ 10 ჰიტი აქვს, მათ შორის ორი ლიდერი: 2003 წლის Metamorphosis  და 2005 წლის Most Wanted. კარიერის განმავლობაში Billboard Hot 100-ის ჩარტში მისი შვიდი სიმღერა მოხვდა.

მოუსმინეთ Luck… or Something-ს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

U2 დღევანდელობას ახალი EP-ით ეხმაურება, რომელიც ფოკუსში აქცევს რენე გუდის მკვლელობას, ღაზასა და უკრაინაში მიმდინარე ომებს

შემდეგი სტატია

დი’ანჯელოსა და ენჯი სტოუნის ვაჟი მაიკლ არჩერი ამბობს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ თავს დაღალატებულად გრძნობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი