დი’ანჯელოსა და ენჯი სტოუნის ვაჟი მაიკლ არჩერი ამბობს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ თავს დაღალატებულად გრძნობს

„აღტაცებული ვიყავი იმ მომავლით, რომელიც წინ გვქონდა.”
დი’ანჯელო
REDFERNS

„თავს დაღალატებულად ვგრძნობ, განსაკუთრებით მამაჩემის შემთხვევაში… ახლა, როცა უკვე მამაკაცი ვარ და როცა ვცდილობდით კავშირის დამყარებას, როგორც კაცები… ძალიან აღტაცებული ვიყავი იმ მომავლით, რომელიც წინ გვქონდა.”

ეს ერთ-ერთი ემოციური მომენტია, რომელსაც დი’ანჯელოს ვაჟი მაიკლ არჩერი ABC News-ის სპეაციალურ გამოშვებაში Love & Neo-Soul: Honoring D’Angelo აზიარებს. გადაცემა ეთერში 19 თებერვალს გავიდა. ეს არჩერის პირველი ინტერვიუა გრემის მფლობელი მამისა და გრემის ნომინანტი დედის, ენჯი სტოუნის გარდაცვალების შემდეგ. 

ექსკლუზიურ ვიდეოში, რომელიც „ბილბორდზეა” ხელმისაწვდომი, არჩერი ამბობს, რომ მამის ავადმყოფობის შესახებ გასული წლის ზაფხულში გაიგო. ოქტომბერში კი დი’ანჯელო პანკრეასის სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა. „ხმა ძალიან დასუსტებული ჰქონდა, მაგრამ მაინც ცდილობდა ჩემთან საუბარს,” – იხსენებს არჩერი იმ პერიოდს, როცა ის ჯერ კიდევ დედის დაკარგვას გლოვობდა, რომელიც 7 თვით ადრე, მარტში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

როცა წამყვანი არჩერს სთხოვს, გააზიაროს მისი საყვარელი სიმღერები მშობლების რეპერტუარიდან, ის მხოლოდ ერთს ასახელებს – 1998 წელს, მისი დაბადების შემდეგ შექმნილ სიმღერას, რომელიც შესულია დი’ანჯელოს 2000 წლის ალბომში Voodoo. „დაბეჯითებით Send It On. ეს სიმღერა მან და დედამ ერთად დაწერეს,” – ამბობს არჩერი და აღნიშნავს: „მამამ სამყაროზე თავისი ნაკვალევი დატოვა.”

Love & Neo-Soul: Honoring D’Angelo-ს ABC News-ზე როკსი დიასი უძღვება. არჩერის გარდა, დიასი ესაუბრება გრემის მფლობელ მომღერალს, ავტორსა და მსახიობ ანდრა დეის და პროდიუსერსა და რეპერ D-Nice-ს. ისინი საუბრობენ დი’ანჯელოს პიონერულ როლზე 90-იანების ნეო-სოულის მოძრაობაში. გამოშვებაში ასევე გვხვდება რამდენიმე არტისტის ინტერვიუ, რომელთა შთაგონების წყაროც სწორედ დი’ანჯელო გახდა. მათ შორის არიან არი ლენოქსი, Lucky Daye და Elmiene.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰილარი დაფი ALFRED MARROQUIN

ჰილარი დაფმა ათწლიანი მუსიკალური პაუზა ალბომ Luck… or Something-ით დაასრულა

შემდეგი სტატია

Charli xcx ფილმ The Moment-ის პრემიერის შემდგომი წვეულების ორგანიზატორის რუსეთთან სავარაუდო კავშირებს ეხმიანება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი