Charli xcx ფილმ The Moment-ის პრემიერის შემდგომი წვეულების ორგანიზატორის რუსეთთან სავარაუდო კავშირებს ეხმიანება

„მინდა ვთქვა, რომ არც მე და არც ჩემმა გუნდმა არაფერი ვიცოდით ბერლინის წვეულების ირგვლივ არსებულ სავარაუდო კავშირებზე. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და განვაცხადო, რომ ვგმობ რუსეთის მთავრობის მიერ უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეს და სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს,” – აღნიშნა არტისტმა.
Charli xcx ფილმ The Moment-ის პრემიერაზე. 17 თებერვალი 2026 წელი. დიდი ბრიტანეთი, ლონდონი.
MATT CROSSICK/VARIETY

Charli xcx-მა უპასუხა კრიტიკას, რომელიც ბერლინში, ფილმ The Moment-ის პრემიერის შემდგომ წვეულებაზე მის დასწრებას მოჰყვა. კრიტიკა გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ წვეულების ორგანიზატორს რუსეთის მთავრობასთან სავარაუდო კავშირები აქვს. 19 თებერვალ Instagram Story-ში გამოქვეყნებულ მიმართვაში პოპვარსკვლავმა აუდიტორიას მიმართა:

„მინდა ვთქვა, რომ არც მე და არც ჩემმა გუნდმა არაფერი ვიცოდით ბერლინის წვეულების ირგვლივ არსებულ სავარაუდო კავშირებზე. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და განვაცხადო, რომ ვგმობ რუსეთის მთავრობის მიერ უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეს და სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს“.

ჩარლის პოსტი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც United24 Media-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14 თებერვალს ბერლინალეს კინოფესტივალზე ფილმის პრემიერის შემდეგ გამართულ წვეულებას რუსი მოდელი და დიჯეი ანასტასია შევცოვა მასპინძლობდა. გამოცემის თანახმად, ანასტასია ჟანა შევცოვას ქალიშვილია, რომელიც რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფონდის Traditsiya-ს პრეზიდენტია. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ფონდი რუსეთის კულტურის პოპულარიზაციას ეწევა.

ეს ოჯახური კავშირი ბევრისთვის პრობლემა აღმოჩნდა, რადგან რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა, რასაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა და მილიონობით უკრაინელი დევნილად იქცა. 

Instagram-ზე განცხადება ასევე გაავრცელა ანასტასია შევცოვამ, რომელმაც უარყო ყოველგვარი პოლიტიკური თუ სხვა სახის კავშირი კონფლიქტთან. „ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში,” – დაწერა წვეულების მასპინძელმა და აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი წელია, ევროპაში ცხოვრობს და მუშაობს. მისი თქმით, ომის „ტრაგედია პირადად ეხება”. 

რაც შეეხება ფილმს – The Moment, სადაც ჩარლი საკუთარი თავის ვერსიას თამაშობს და მოულოდნელად მოპოვებულ პოპულარობასთან გამკლავებას ცდილობს, აშშ-ის კინოთეატრებში 30 იანვარს გამოვიდა. ბერლინალეზე ფილმის მსოფლიო პრემიერისას ჩარლიმ დაადასტურა, რომ The Moment მისი ბოლო მუსიკალური ეპოქის დასკვნითი ნაწილია. „ეს ჰგავს Brat-ის სამყაროს დიდი ხნის დაგვიანებულ ფინალურ წერტილს. ეს თავიდანვე ვიცოდით და ფილმის გადაღების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. ასე რომ, მზად ვარ ახალი მოგზაურობის დასაწყებად, თუმცა ჯერ არ ვიცი, რა იქნება ეს. იდეებისთვის ღია ვარ,” – განმარტა  Charli xcx-მა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დი’ანჯელოსა და ენჯი სტოუნის ვაჟი მაიკლ არჩერი ამბობს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ თავს დაღალატებულად გრძნობს

შემდეგი სტატია

Rosé და ბრუნო მარსი John V. Esparza

Rosé-სა და ბრუნო მარსის ჰიტი – APT 2025 წლის ყველაზე გაყიდვად გლობალურ სინგლად დასახელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი