მარტის თვის პროგრამა Tatuza Jazz Club-ში

მომდევნო თვის განმავლობაში ჯაზკლუბის სცენა ქართველი და უცხოელი მუსიკოსების საღამოებს უმასპინძლებს.

მარტის თვეში Tatuza მსმენელს, ტრადიციულად, მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. მთელი თვის განმავლობაშის ჯაზკლუბის სცენა ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების საღამოებს უმასპინძლებს.

გაზაფხულის სეზონს პირველ მარტს ბექა გოჩიაშვილის ტრიო გახსნის. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მუსიკოსი მსმენელის წინაშე აკუსტიკური კონცერტით დაბრუნდება და სცენაზე ბენდის წევრებთან, ფელიპე არსესა და მარკ ჯონსონთან ერთად წარდგება. 

გრძელდება პროექტი „ახალი თვე ახალი ბენდი”. ამჯერად Tatuza-ს მარტის რეზიდენტი ბენდი პიტერ მედსენის კვარტეტი იქნება. ერთი თვის განმავლობაში ჯაზკლუბის სცენაზე მუსიკოსები ჯამში 14 საღამოს გამართავენ. 

პიტერ მედსენი ამერიკელი პიანისტი და კომპოზიტორია. ის 600-ზე მეტი კომპოზიციის ავტორია და მონაწილეობა აქვს მიღებული 160-ზე მეტ ჩანაწერში.  მედსენი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ნიუ-იორკში, სადაც თანამშრომლობდა ჯაზის ლეგენდებთან, მათ შორის სტენ გეტცთან, კენი გარეტთან, ჯო ლოვანოსა და სხვებთან. კვარტეტის შემადგენლობაში ასევე არიან: ჯერემი სანდფელდერი (ტენორ საქსოფონი, კლარნეტი), შონ ბერკი (ბასი) და ალექს ჯონსონი (დრამი).

ტრადიციულად, რეზიდენტი ბენდების გვერდით ჯაზკლუბი ქართველ და საერთაშორისო ვარსკვლავებსაც მასპინძლობს. ბექა გოჩიაშვილთან ერთად მარტის თვის ქართველი მუსიკოსები იქნებიან: ოთარ მაღრაძის ტრიო, ხატია ქორიძის კვარტეტი, ანა ჟორდანიას კვარტეტი, Geo Band, თემურიკო დიასამიძე და ლუკა თოფურია, ასეევე ლუკა თოფურიას ტრიო და კვინტეტი.

რაც შეეხება საერთაშორისო მუსიკოსებს, მარტში Tatuza-ს ვარსკვლავი ჯაზბასისტი ვინსენ გარსია ეწვევა. მუსიკოსი ჯაზკლუბში 27 და 28 მარტს ორ კონცერტს გამართავს. ვინსენ გარსია თანამედროვე ჯაზისა და ფანკის ერთ-ერთი გამორჩეული ბასისტია, რომელიც ენერგიული შესრულების სტილითა და თანამედროვე ჟღერადობითაა ცნობილი. 

მარტის პროგრამას 29 მარტს კვლავ თვის რეზიდენტი ბენდი, პიტერ მედსენის კვარტეტი დახურავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიუს დიკინსონი - Iron Maiden. 2025 წლის 5 ივნისი, ნორვეგია, ტრონდჰეიმი. Per Ole Hagen/Redferns

IRON MAIDEN-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

შემდეგი სტატია

უიტნი ჰიუსტონი The Bodyguard, 1992 FOTOS INTERNATIONAL/GETTY IMAGES

უიტნი ჰიუსტონის კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო, The Bodyguard-ის საუნდტრეკი, YouTube-ზე მილიარდ ნახვას აჭარბებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი