„გრეის ანატომია” ერიკ დეინის ხსოვნას პატივს მიაგებს ემოციური ვიდეოთი, რომელსაც ფონად Snow Patrol-ის Chasing Cars გასდევს

მსახიობი, რომელიც სერიალში მარკ სლონის პერსონაჟს განასახიერებდა, 19 თებერვალს გარდაიცვალა.
ერიკ დეინი მარკ სლონის როლში
BOB D’AMICO/DISNEY GENERAL ENTERTAINMENT CONTENT VIA GETTY IMAGES

ABC-ის ცნობილმა სამედიცინო სერიალმა „გრეის ანატომიამ” 26 თებერვლის ეპიზოდი სერიალის მსახიობის, ერიკ დეინის ხსოვნისადმი ემოციური მიძღვნით დაასრულა. დეინი 19 თებერვალს გარდაიცვალა.

სერიალმა, რომელსაც ამჟამად 22-ე სეზონი აქვს, თავისი ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მუსიკალური მომენტი გააცოცხლა და ამჯერად Snow Patrol-ის Chasing Cars-ის ქავერზე, რომელსაც ტომი პროფიტი და Fleurie ასრულებენ,  მარკ სლონის დასამახსოვრებელი მომენტებით შექმნილი ვიდეო წარადგინა. 1:06-წუთიანი კლიპი იწყება პლასტიკური ქირურგის იუმორისტული წარდგენით, შემდეგ კი მელანქოლიური მუსიკის ფონზე მისი ათლეტური გარეგნობის მიღმა დამალული გულისხმიერი მხარე ვლინდება.

ვიდეო მოიცავს სლონის ემოციურ სცენებს, მათ შორისაა მისი სიტყვები საავადმყოფოს საწოლთან: „თუ ვინმე გიყვარს, უთხარი… თუნდაც გეშინოდეს, რომ ამან შეიძლება შენი ცხოვრება მიწასთან გაასწოროს.” ვიდეო სრულდება დეინის მოულოდნელი გამოჩენით „გრეის ანატომიის” მე-17 სეზონში, 2021 წელს, როცა მერედით გრეი კომაშია, სლონი და მისი გარდაცვლილი შეყვარებული ლექსი გრეი კი მასთან ჩნდებიან და ეუბებიან, რომ მისი დრო ჯერ არ მოსულა.

„ეძღვნება ერიკ დეინის ხსოვნას, სიყვარულით,” – ვკითხულობთ შოუს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.

დეინი, რომელიც 53 წლის ასაკში ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზით გარდაიცვალა, „გრეის ანატომიაში” 2006 წელს, მეორე სეზონში გამოჩნდა. მისი პერსონაჟი 2012 წელს, მეცხრე სეზონის ბოლოს გარდაიცვალა.

Snow Patrol-ის Chasing Cars თავდაპირველად შოუს მეორე სეზონის ფინალში იქნა გამოყენებული, როცა ჯეფრი დინ მორგანის პერსონაჟი დენი დუკეტი თითქოს წარმატებული გულის გადანერგვის შემდეგ გარდაიცვალა. 2006 წლის ალბომ Eyes Open-ის სიმღერის შოუში გამოყენება ირლანდიურ ბენდს აშშ-ში წარმატების მოპოვებაში დაეხმარა. მას შემდეგ Chasing Cars-მა არაერთხელ გაიჟღერა სერიალის ემოციური სცენების საუნდტრეკად.

ნახეთ „გრეის ანატომიის” ვიდეო, რომელიც ერიკ დეინის ხსოვნას ეძღვნება: 

@greysabc

In loving memory of Eric Dane. ❤️

♬ original sound – Grey’s Anatomy ABC
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრუნო მარსი

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – ნახეთ ბრუნო მარსის,  BLACKPINK-ის, RAYE-ს და სხვა არტისტების ახალი ნამუშევრები

შემდეგი სტატია

SURFACE

10 საუკეთესო გზა, რომელიც დამოუკიდებელ არტისტებს მუსიკის ონლაინ პოპულარიზაციაში დაეხმარება

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მუსიკალური ვიდეო K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
მეტი

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი