NINE INCH NAILS-მა ფილმ Tron: Ares-ის ახალი კომპოზიციური ალბომი დაანონსების გარეშე გამოუშვა

ალბომი, სახელწოდებით – Divergence უკვე გაყიდვაშია.
Nine Inch Nails
John Crawford

Nine Inch Nails-მა გულშემატკივრებს საჩუქარი გაუკეთა: ლეგენდარულმა ბენდმა 27 თებერვალს, მოულოდნელად გამოაქვეყნა ალბომი – Tron Ares: Divergence, რომელიც ფილმ Tron: Ares-ის საუნდტრეკის დამატებაა.

20-ტრეკიანი ალბომი მოიცავს როგორც ფილმისთვის შექმნილ, აქამდე გამოუქვეყნებელ მუსიკას, ისე რემიქსებს ისეთი არტისტებისგან, როგორებიც არიან: ჯეკ დეინჯერზი (Meat Beat Manifesto), Boys Noize, Pixel Grip, მარკ პრიტჩარდი და სხვები. რემიქსებს შორის არის ახალი ვერსია კომპოზიციაზე – As Alive As You Need Me to Be. სიმღერის ორიგინალი ვერსია ასევე მოულოდნელად, 2025 წლის ივლისში გამოვიდა საუნდტრეკის ანონსთან ერთად.  ჰიტმა 1-ელ თებერვალს გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო როკსიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვა, თავად ფილმის საუნდტრეკი კი 2025 წლის ოქტომბერში Billboard 200-ის ჩარტებში მეხუთე ადგილზე მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ Boys Noize აპრილში Coachella-ს ფესტივალზე NIN-თან ერთად წარდგება. კონცერტზე ისინი ახალი პროექტით – Nine Inch Noize-ით გამოვლენ.  Boys Noize-მა ალბომისთვის – Tron Ares: Divergence – სამ კომპოზიციაზე იმუშავა: A Question of Trust, Ghost in the Machine, What Have You Done?. 

ფანებმა ჯერ კიდევ 26 თებერვალს იეჭვეს, რომ ჯგუფი რაღაცას ამზადებდა. NIN-მა Instagram-ზე ტურნეს ფოტოებთან ერთად გამოაქვეყნა მწვანე და შავი ფერებით შექმნილი გრაფიკული ვიზუალური ნამუშევარი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სწორედ Tron Ares: Divergence-ის გარეკანის ნაწილი იყო.

ჯგუფის ტურნე – Peel It Back 2025 წლის ივნისში დუბლინში დაიწყო, მეორე ეტაპი კი 2026 წლის 5 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიხსნა – ქალაქში, სადაც ტრენტ რეზნორი 1999 წლის საკულტო ალბომზე – The Fragile-ზე მუშაობდა. ტურნე 16 მარტს საკრამენტოში დასრულდება.

მოუსმინეთ Tron Ares: Divergence-ს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ანანო სიხარულიძემ  ვიდეოთამაშის –  MindDoor-ის მუსიკალურ გაფორმებაზე იმუშავა

შემდეგი სტატია

Radiohead აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის სოციალურ მედიას აკრიტიკებს ვიდეოში ბენდის სიმღერის გამოყენებისთვის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი